Friday, July 22, 2011

ზრდასრულობა ქართულად

გამარჯობა , მე 17 წლის და 5 თვის მოზარდი ანუ თინეიჯერი ვარ, დაახლოებით 7 თვეში მე ვხდები ზრდასრული
დავინტერესდი რა აზრები არსებობს ზრდასრულობის ასაკზე და რომელ კულტურაში რა ასაკზეა საუბარი… იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა რა ასაკიდან უნდა გაუჩნდეს ადამიანს პირადი ცხოვრება და როდის უნდა დაიწყოს ნელნელა გარესამყაროსთან პატარ პატარა შეჯახებები…
ამისთვის ჯერ ვგუგლავ:
”ის, რომ ჩვენ ვერასდროს ვიზრდებით, ეს უბრალოდ ზრდის პრობლემაა. ეს პრობლემა იმისდა მიხედვით აშკარავდება, ვბრაზდებით სამყაროზე თუ არა. ბავშვის სამყაროა ასეთი. ბავშვი ხომ სამყაროს თავისებურად აღიქვამს: სამყარო მას ეფერება ან აბრაზებს. როგორები არიან ზრდასრულები? გაიხედეთ გარშემო და დააკვირდით საზოგადოებას. ის სავსეა ასე ვთქვათ ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით. მათ თავი სამყაროს ცენტრში წარმოუდგენიათ და დღენიადაგ ეჭვიანობენ, რომ ეს სამყროში ხდება ყველაფერი მათ საწინაააღმდეგოდ და არა თავად მათში. ზრდასრულობა რაში გამოიხატება? ამაზე თავის დროზე ერთმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თქვა: ”ზრდასრული ხარ, როცა იცი, რომ სამყაროს არ გააჩნია შენს მიმართ განზარხვები”, ეს უკვე ზრდასრულის აღქმაა”. მერაბ მამარდაშვილი
მგონი აზრი სავსებით გასაგებია, ზრდასრული მაშინ ხარ როდესაც სამყაროს ეგოცენტრული აღქმა გაგიქრება და აღიქვავ რომ უკიდეგანო სამყაროს პატარა ნაწილი ხარ იმდენად პატარა და უმნიშვნელო რომ შეიძლება გეწყინოს კიდეც, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, დროთა განმავლობაში ეს უმნიშვნელო ნაწილაკი ნელნელა მნიშვნელოვანი ხდები რიგი ადამიანებისთვის და საბოლოოდ ერთერთი “მნიშვნელოვანი” ადამიანი შეგიძლია გახდე კაცობრიობაში, მაგრამ კაცობრიობაც ხომ უმნიშვნელოა… შორს წავედი, ვუბრუნდები თემას
wikipedia მოგვითხრობს რომ ზრდასრულობის ასაკი სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირია, ამერიკასა და ევროპაში 18 წელი, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში 19 ან 21 წელი, ზოგიერთ კულტურაში კი ზრდასრულები 12 წლის ასაკიდან ხდებიან, აქ პატარა კითხვას დაგისვამთ თქვენი გადმოსახედიდან რა ასაკი არის მიღებული ზრდასრულობად  საქართველოში?
ესეც ვიკიპედიადანაა და კარგად ჩანს რომ 18 წელი მხოლოდ უირიდული რიცხვია და არა გონებრივი განვითარებით განსაზღვრული ზრდასრულობა…
აქედან საკმაოდ გასაგებია რა ასაკში არის შესაძლებელი იურიდიული უფლებების მიღება, მაგრამ არაფერია იმაზე რაც მაინტერესებდა, მე უფრო ის მაინტერესებს თუ რა ასაკში უნდა გაუშვან და ხანდახან მარტო დატოვონ მშობლებმა თავისი შვილები გარემოს წინაშე? იმიტომ რომ როდესაც ქართულ მაგალითს ვუყურებ ყოველთვის ერთი დოკუმენტური ფილმი მახსენდება რომელშიც ცხოველებს ზოოპარკში ზრდიდნენ პატარაობის ასაკიდან  და შემდეგ მიყავდათ ველურ ბუნებაში, რატომღაც უმრავლესობა თავს ვერ ართმევდა და მალე იღუპებოდა ველურ გარემოში…
ჩვენთან არსებული სიტუაციაც რაღაც ამდაგვარია, ჩვენ ძალიან გვივლიან თავს გვევლებიან და ყველაფერს მზას გვაძლევენ, ის კი ავიწყდებათ რომ რაღაც დროს ჩვენ უბრალოდ გარემოსთან პირისპირ შეხვედრა მოგვიწევს და გარემოსთან მებრძოლებში მხოლოდ ისინი გადარჩებიან რომელიც ყველაზე კარგად იცნობს ამ გარემოს…
ასე რომ ვინ იცის, იქნებ სამყაროს იუმორი აქაც გამართლდა და საუკეთესო მშობლები ისინი არიან  ვინც თავის შვილებს ხანდახან არ გააფრთხილებენ როცა იგი რაიმე გახურებულს ხელს მოკიდებს, რათა ბავშვებმა თვითონ გამოცადონ როგორია დამწვარი ხელი, ისწავლონ რომ ცეცხლს უნდა მოერიდონ და გაიაზრონ, რომ სამყაროში ბევრი რამ არის რამაც ტკივილი შეიძლება მიაყენოს მათ…
რაც არ მოგკლავს მხოლოდ ძლიერს გაგხდის…

No comments: