Wednesday, August 17, 2011

:)


რომ დავფიქრდები, ჩემი სურვილების უმრავლესობა არარეალურია.
თუნდაც ის, რომ მინდა ვიყო ძალიან გამხდარი :)
მოკლედ, ჩემი სურვილები ან არარეალურია, ან მისრულდება, მაგრამ ისეთ დროსც როცა უკვე აღარ მინდა :)
სწორი და კარგი სურვილები ძირითადად აუხდენელი მრჩება.
ბევრი ფული არ მინდა. არ ვმატრაკვეცობ, მართლა. იმდენიც საკმარისია მქონდეს, რომ ბევრი ვიმოგზაურო;
მინდა დიდხანს ვიცოცხლო, ოღონდ საღი გონებით;
მინდა კარგად ვმღეროდე;
მინდა მარტო ვცხოვრობდე და მხოლოდ ჩემთვის სასურველი ხალხი მოდიოდეს სტუმრად;
მინდა, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს პრეზიდენტის სკამისთვის ძიძგილაობა და ჯანსაღი ხალხის მიერ იმართებოდეს ეს ქვეყანა;
მინდა ვიპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემთვის მისაღები იქნება და მეყვარება;
მინდა მყავდეს ბევრი შვილი და მათ მივცე კარგი განათლება;
მინდა მყავდეს პატარა ძაღლი. ოღონდ ისეთი რომ დედას შეუყვარდეს :(
მინდა, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს, ვინც მიყვარს და ვინც არ მიყვარს.
მანქანა მინდა? საცობების მეშინია და თან მგონია, რომ საშინელი მძღოლი ვიქნები. აი, ყველა რომ აგინებს, ისეთი :) ამიტომ არ მინდა ბატონო მანქანა :–))
მინდა, რომ არ იჩაგრებოდნენ პატიოსანი ადამიანები;
მინდა მშვიდობა;
მინდა სკოლა მეწყებოდეს 12 საათზე. პირობას ვდებ, არასოდეს არ დავაგვიანებდი :-)

მინდა, რომ სადმე, ლამაზ სოფელში მქონდეს პატარა სახლი, საკუჭნაოში ჭრელთავსახურიან ქილებში მურაბებით, წინ, ეზოში ლამაზი ყვავილებით და ხეებით, უკან ბოსტნით და ფუტკრის სკებით;
მინდა, რომ ცოცხალი იყოს ჩემი  ბაბუა;
მინდა წასაკითხი მქონდეს გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი". ძალიან მშურს მათი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს და წინ საოცრება ელის;
მინდა არცერთ ასაკში არ დამეკარგოს ჩემს მეგობრებთან ურთიერთობის ხალისი;
მინდა კარგი განწყობა;
კიდევ იმდენი რამე მინდა, ჯობს გავჩერდე...............
მგონი ძალიან გაუმაძღარი გამოვდექი :-):-)
ისე, როცა რაღაცაზე ვოცნებობ, სულ მახსენდება სტივ ბუშემის გმირის სიტყვები ერთ-ერთი ფილმიდან - "გეშინოდეთ საკუთარი ოცნებების, ერთხელაც ისინი შეიძლება აგიხდეთ" :-):-)

No comments: