Wednesday, May 25, 2011

ქართული პროგრამის ქრონოლოგია და მთავარი პერსონაჟები

ჰაგიოგრაფია

1) იაკობ ხუცესის „ შუშანიკის წამება“ დაიწერა 475-482 წელს.

პერსონაჟები:

ავტორი - იაკობ ხეცესი, საპიტიახშოს კარის მღვდელი და შუშანიკის მოძღვარი;

ვარსქენი - ქვემო ქართლის (ჰერეთის) პიტიახში, არშუშა პიტიახშის შვილი;

შუშანიკი - ვარსქენის ცოლი, სომეხთა სპასპეტის (მთავარსარდლის) შვილი;

ჰყავდათ სამი ვაჟი და ერთი ასული;

ვარსქენმა მიიღო მაზდეანობა (ატროშანი, ცეცლთაყვანისმცემლობა);

შუშანიკი 6 წელი იყო ციხეში, იქვე გარდაიცვალა;

ეპისკოპოსები: აფოცი, იოანე, სამოელი.

2) იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ ( VIII ს. II ნახევარი)

აბო იყო 17-18 წლის არაბი, ცხოვრობდა ბაღდადში. ქართლის ერისმთავარ ნერსეს წამოჰყვა თბილისში, რადგან იგი იყო მენელსაცხებლე და ნერსეს მსახური. შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, გაიცნო ბიბლიური წიგნები და მიატოვა მაჰმადიანობა, დაიწყო ქრისტიანული წესების შესრულება.

აბო თან გაჰყვა ლტოლვილ ნერსეს ხაზარეთში და იქ მოინათლა, საიდანაც წაჰყვა ნერსეს აფხაზეთში, იქიდან კი დაბრუნდა თბილისში.

პირველი პატიმტობიდან ნერსეს დისწულმა, ქართლის ერისმთავარმა, სტეფანოზ გურგენისძემ გაათავისუფლა.

აბომ ციხეში ცხრა დღე დაჰო და მეათე დღეს, 6 იანვარს, ნათლისღების დღეს მოჰკვეთეს თავი.

3) გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება“ დაიწერა X საუკუმეში.

მასში მოთხრობილია VIII-IX სს. ამბები.

გრიგოლი იყო ნერსე ერისტავი ცოლის დისწული და შვილობილი. იგი მღვდლად აკურთხეს, მაგრამ როცა ეპისკოპოსობაც მოინდომეს გაიპარა ტაო-კლარჯეთში, საბა იშხნეთან, თეოდორესთან და ქრისტეფორესთან ერთად. 2 წელი გაატარეს ოპიზაში. პირველად ააშენეს ხანცთის მონასტერი.

აფხაზთა მეფის თხოვნით უბისი.

მეფე - აშოტ კურაპალატი;

ეფემია - მერეს დედათა მონასტრის წინამძღოლი;

ზენონი - დის სახლიდან წასვლის შემდეგ აღიკვეცა ბერად ხანცთაში;

გრიგოლის აღზრდილები - არსენ კათალიკოსი, ეფრემი - აწყურის ეპისკოპოსი და ქართლში მირონის კურთხევის შემომტანი;

აშოტ კრურაპალატის შვილები ადარნესე, ბაგრატი და გუარამი.

გრიჰოლის მონაწილეობით აშენდა: ხანცთა, შატბერთი, გუნათლე, უბისი.

გიორგი მერჩულემ ეს თხზულება დაწერა გრიგოლის მოწაფეთა და მოწაფეთა მოწაფეების მონათხრობის მიხედვით.



კლასიკური პერიოდის მწერლობა

4) შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ XII-XIII საუკუნის დასაწყისში დაიწერა.

პოემა არის სარაინდო-საგმირო ეპოსის.

არაბეთი

მეფე როსტევანი

თინათინი

სპასპეტი ავთანდილი

შერმადინი

ვაზირთუხუცესი სოგრატი

ინდოეთი

ფარსადანი - ექვსი სამეფოს მფლობელი;

შვილი - ნესტან-დარეჯანი;

აღმზრდელი დავარი;

მსახური ასმათი;

სარიდანი - მეშვიდე სამეფოს მფლობელი და ტარიელის მამა.



ფრიდონი - მულღაზანზარის მეფე;

ვაჭართა სამეფო - გულანშარო;

ვაჭართა უხუცესი ესენი - ცოლი ფატმანი, საყვარელი ჭაშნაგირი.

ქაჯეთი - დულარდუხტი;

უფლისწულები: როსინ და როდია;

მონათუხუცესი როშაქი.



აღორძინების ხანის მწერლობა

5) 1. სულხან საბა ორბელიანი XVII ს-ის მიწურული და XVIII ს-ის I ნახევარი.

იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“.

მეფე ფინეზი;

უფლისწული ჯუმბერი;

ვაზირი სედრაქი;

მსახურთუხუცესი საჭურისი რუქა;

აღმზრდელი ლეონი.

6) 2. დავით გურამიშვილი XVIII ს.

„დავითიანი“ - ლექსთა კრებული;

„სწავლა მოსწავლეთა“ - აღზრდის მოტივი;

„მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“ - ჯვარცმის ამბავი;

„ქართლის ჭირი“ - ვახტანგ VI-ის მეფობა, ქართლის დაცემა, გურამიშვილის ტყვეობა - ლეკეთში და იქიდან რუსეთში გადახვეწა.



რომანტიზმი XIX ს. I ნახევარი

7) 1. გრიგოლ ორბელიანი

„თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ სამშობლოს დაცემით და მონობით გამოწვეული სევდა

8) 2. ნიკოლოზ ბარათაშვილი

პოემა

„ბედი ქართლისა“ 1795 წლის კრწანისის ბრძოლა აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ. ერეკლე მეფე (პატარა კახი); მსაჯული; სოლომონ ლეონიძე - ცოლი სოფიო.

ლექსები
„არ უკიჟინი სატრფოო“ - სიყვარულის თემაზე;
„რად ჰყვედრი კაცსა“ - სიყვარულის
„მერანი“ - ბედთან ჭიდილი;
„ხმა იდუმალი“ - საკუთარი ხვედრის ძიება;
„სულო ბოროტო“ - ბედისწერით უკმატყოფილება;
„შემოღამება მთაწმინდაზე“ - ბინების თემა და პოეტის დამოკიდებულება მის მიმართ;
„ფიქრნი მტკვრის პირას“ - ადამიანის მოვალეობა.

რეალიზმი

9) 1

ლექსები
„პოეტი“ - პოეტისა და პოეზიის დანიშნულება;
„ჩემო კალამო“ - ილიას შემოქმედების მიზანია სიმართლის თქმა;
„ბედნიერი ერი“ - სატირული ლექსი, ილია აკრიტიკებს დამონებული და დაკნინებული ქართველების ბედთან შეგუაბას;

პოემა

„განდეგილი“ - დაგმობილია წუთისოფლისგან განდგომა.

მოთხრიბები
„კაცია ადამიანი?!“ - ლუარსაბ თათქარიძე; დარეჯანი, მოსეს ასული; დავითი და ელისაბედი, ძმა და რძალი; მსახური ლამაზისეული; მოურავი დათო; დაგმობილია სიზარმაცე, უცოდინრობა, ტრაბახი, თვალთმაქცობა, ცრუსაქმიანობა.
„ოთარაანთ ქვრივი“ - შვილი გიორგი; ტავადები არჩილი და კესო; სოსია მეწისქვილე. მწერალმა დაგვიხატა ქნესრული ადამიანები - ოთარაანთ ქვრივი და გიორგი (სამართლიანობა, შრომისმოყვარეობა, საქმის ერთგულება). აგრეთვე გვიჩვენა „ხიდჩატეხილობა“ ყოფილ თავადებსა და გლეხებს შორის.
„მგზავრის წერილები“ - პუბლიცისტური თხზულება. რუსი იამშჩიკი - ჩამორჩენილი რუსეთი; ევროპელი - განათლებული ევროპა; რუსი ოფიცერი - დამპყრობელი რუსეთის სახე. თერგი - რუსეთს დამონებული; მყინვარი - უმოქმეობა; თერგი - აქტიუობა; დღე - აქტიურობა; ღამე - სინელე, ბოროტება, გაუნათლებლობა; მოხევე ლელთ ღუნია სოფელ გარბოტიდან; სამების ტაძარი - ერთა საბჭო და განძთა საფარი; არშის ციხე - კახელებისა და მოხევეების ბრძოლა; ლელთ ღუნიას - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ – (თავისუფლები ვიყავით).



10)2. აკაკი წერეთელი

ლექსები
„განთიადი“ – (გამოღვიძება) ეძღვნება დიმიტრი ყიფიანს, დაწერილია პატრიოტულ თემაზე;
„რაც არ იწვის, არ ანათებს“ - სიყვარულის თემაზე

პოემა

„გამზრდელი“ - აღმზრდელის პასუხისმგებლობის საკითხი; აფხაზი ბათუ - ნაზიბროლა; საფარ-ბეგი - ზია-ხანუმი; ალმასხიდა; აღმზრდელი ყაბარდოელი ჰაჯი უსუპი.

11)3. ვაჟა ფშაველა

ლექსები
„ჩემი ვედრება“ - მიმართავს ღმერთს;
„ბევრი ვიფიქრე ძალიან“ - აკაკის პასუხად მიწერილი, იმ შემთხვევის გამო, როცა აკაკიმ ვაჟას ფშაური კილოთი წერა დაუწუნა;
„სოფლისა წერა ასეა“ - სიყარული სამყაროს მამოძრავებელია;
„რამ შემქმნა ადამიანად“ - პოეტი ნატრობს გადაიქცეს წვიმად და სიკვდილი დაამარცხოს.

პოემები
„სინდისი“ - ადამიანების სინდისის ხმას ყურს აღარ უგდებე;
„ალუდა ქეთელაური“- ქისტი მუცალი, მეგობარი მინდია, ცოლი ლელა, ხევისბერი ბერდია; მარჯვენა არ მოსჟრა მტერს და ტრადიცია დაარღვია.
„სტუმარ-მასპინძელი“ - ქისტი ჯოყოლა, ცოლი აღაზა, სტუმარი ხევსური ზვიადაური სოფ. ბისოდან, გაეცნო როგორც ჭიელი ნუნუა, მუსა ჯოყოლას თანასოფლელი, დარლა - ვისაც უნდა შესწირონ, ებარი - აღაზას მკვდარი ძმა; მთავარი სათქმელი: ჯოყოლამ შურისძიებას ამჯობინა სტუმარმასპინძლობის წესის დაცვა.
„ბახტრიონი“ – 1659 წ. კახეთის აჯანყების თემა. ნაჩვენებია ამ აჯანყებაში მთიელთა: ფშავ-ხევსურთა და თუშთა ღვაწლი.

იწყება ბუნების სურათით.
I. ხოშარელთა სალოცავის რწერით - სადაც სანათას (7 შვილისა და ქმრის დამკარგავ ქალს) ხევისბერის მოვალეობა შეუსრულებია.

კვირია ფშაველი - თუშეთში მწყემსად გადახვეწილი და ახლა ზეზვა გაფრინდაულმა (ერთადერთი ისტორიული პირია პოემაში) გამოაგზავნა თხოვნით, რათა ფშავ-ხევსურებსაც მიეღოთ მონაწილეობა აჯანყებაში.

ლუხუმი - ფშაველებისა და ხევსურების მეთაური.

წევრები: სუმელჯი, ხოშარეული.

თუშების - ზეზვა;

ლელა - სოფელ ბაჩილიდან, მამა - შანშე. მან კვირიასთან ერთად შეძლო მეომრებისთვის ციხის კარების გაღება;

წიწოლა - მოღალატე;

ლუხუმი - საქართველოს სიმბოლო;

გველი - ბოროტი, რომელიც ლუხუმის ვაჟკაცობამ კათილად აქცია.
„გველისმჭამელი“ - მინდია, მზია, ჩალხია (აკრიტიკებს მინდიას), ბერდია ხევისბერი; მინდიას ესმოდა ბუნების ენა, მაგრამ ცოდნა დაკარგა იმიტომ, რომ საკუთარი პრინციპებისა და რწმენის წინააღმდეგ წავიდა ოჯახის კეტილდღეობის გამო.



12)4. ალექსანდრე ყაზბეგი

„ხევისბერი გოჩა“

ისტორიული. ხევის ბრძოლა არაგვის ერისთავის ნუგზარის წინააღმდეგ; ონისე, ძიძია და გუგუა. ონისემ დაივიწყა მოვალეობა.



13)5. დავით კლდიაშვილი - XX ს-ის I ნახევარი.

„სამანიშვილის დედინაცვალი“ - გადმოცემულია აზნაურთა დაკნინებული მდგომარეობა.

ბეკინა - გაღატაკებული, მაგრამ ტრაბახა და თავმომწონე აზნაური, ტრაბახა, რომელიც ვერ ხვდება, თუ როგორ გაღატაკდა ოჯახი;

პლატონი - მელანო (შვილი და რძალი);

კირილე და დარიკო - პლატონის და და სიძე. კირილე ქეიფსა და დროსტარებას გადაყოლილი ჩხუბისთავია;

ივანე გვერდევანიძე - ადვოკატი, რომელიც დაემგზავრა პლატონს;

ჯიმშერ სოლაბერიძე - სალომე - ვერიჩკა - შეძლებული აზნაურები;

მათი სტუმარი არისტო ქვაშვიძე - ელენეს ძმისშვილი - გაღატაკებული;

სტუმარი - კოტე ბალდავაძე, რომელიც არისტოსთან სტუმრობის ამბებს ყვება;

სოფელი ქვედურეთი - ძმები ბრეგაძეები, დავითი, ანტონი, სერაპიონი - დედინაცვალი ელენე - ორნაქმარევი, უშვილო;

მწერალი პერსონაჟთა დასახასიათებლად იყენებს იუმორს, ის არ დასცინის მათ, პირიქით, ებრალება.



ნოველისტები XX ს-ის I ნახევარი

14)1, ნიკო ლორთქიფანიძე
1. „ თავსაფრიანი დედაკაცი“

ქართველი ქვრივი ქალის განზოგადებული სახე (ქმარი ფილიპე).

მწერალი გვიჩვენებს შვილების უმადურობას.

დიდებულ ადამიანებს არავინ აფასებს (დასკვა).
2. „შელოცვა რადიოთი“

შალავა გორდელანი - დიდგვაროვანი სამხედრო პირი;

მატილდა - გერმანელი ცოლი;

ელი (ელპიტე) - ქალიშვილი, რომელიც აღიზარდა ევროპილ და ქართულ ტრადიციებზე;

პირველი ქმარი - გრაფი ვლადიმერ ბორენკოვი, რუსი ოფიცერი, უზნეო კაცი;

მნეორე ქმარი - იერონიმე შენდაძე;

სახალხო გვარდიის ოფიცერი - უძლური და უპასუხისმგებლო კაცი;

თინო - ქართველი, რომელიც თავის გადასარჩენად თაყვანისმცემლებს იყენებს;

ჰექსლეი - ინგლისელი, რომელიც ცდილობს გამდიდრებას;

ბრომლეი - მილიარდელი ამერიკელი, რომელსაც ელი შეუყვარდა;

რამინო - ჰექსლეის მძღოლი და ერთგული ადამიანი;

ელი ნიკოლოზ ბარათაშვილის მსგავსად შეებრძოლა ბედისწერას და უცხოეთში დაიღუპა მარტოსული და მიუსაფარი.

მოთხრობაში მოქმედება ხდება XX საუკუნის 20-იან წლებში.



15)2, ლეო ქიაჩელის ნოველა „ჰაკი აძბა“

რუსეთში (1918 წ) სამოქალაქო ომია;

კრეისერი „შმიდტი“ - კაპიტანი კუზმა კილგა („მრისხანე“) , მეზღვაური ვასკა ხრიტანიუკი („პირატი);

სამსონ დავანაძე - სოხუმის თავი;

ნარიქ ეშბა - მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საბჭოების თავმჯდომარე;

უჯუშ ემხა - თეთრგვარდიელთა ოფიცერი, წმ. გიორგის ორდენით დაჯილდოებული;

ჰაკი აძბა - ძიძიშვილი;

რაჟდენ თორია - ვაჭარი, კრეისარის ზეიმით დახვედრის ინიციატორი;

ბაქირბი ჩაჩბა - დიდგვაროვანი აფხაზი, ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე (რომელიც კუზმა მრისხანემ მძევლად დაიტოვა);

თოურხან მარშანი - უჯუშის დეიდაშვილი, დედა შორჰან და და ლილი.



პრობლემა - შიშით ღირსებადაკარგული ქალაქის საზოგადოება, რომელსაც უპირისპირდება უჯუში და ჰაკი.

კუზმა მრისხანესათვის უცხო აღმოჩნდა კავკასიური ტრადიცია ძუძუმტეობა.



XX საუკუნის I ნახევარი

16)გურამ რჩეულიშვილი

1, „ნელი ტანგო“

ივანე

ლიდა

იგორი

პრობლემა - 1. საზოგადოების გულგრილობა;

2. ადამიანი (ივანე) ექსტრემალურ სიტუაციაში

2. „მუნჯი ახმედი და სიცოცხლე“

ახმედი

ჯანდიერი

ლილი

ლილისთან ერთად ახმედი ტითქოს სამოთხესი ცხოვრობს.

მკვდარი შვილის დაბადების შემდეგ ახმედი ისე შეაშინა სიკვდილმა, რომ ვეღარ შეძლო ლილისთვის სათანადო თანაგრძნობის გამოხატვა.



17)ჯემალ ქარჩხაძე

„იგი“

იგი

ნი

ზუ
პირველყოფილ ადამიანში გონების გაღვიძება და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა. პიროვნების ჩამოყალიბება;
ტირანის დაბადება - სიკვდილით დასჯა;



18)გურამ დოჩანაშვილი

„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლეირ უყვარდა“

ვასიკო კეჟერაძე

კლიმი

ხელმძღვანელი

თანაშემწე თამაზი

ლიტერატურა არის ადამიანის ზნეობრივი აღზრდისა და გონების განვითარების საშუალება;

კაცერ-ლუქსი - რომ ახალგაზრდებს შეუყვარდეთ წიგნის კითხვა;



ლიტერატურა ჰგავს თხრობას, რადგან ორივეს პიროვნების თავისუფლებისკენ მივყავართ.



19)კონსტანტინე გამსახურდია

„დიდოსტატის მარჯვენა“

XI საუკუნის I ნახევრის ამბები.

ისტორიული პირები - გიორგი I, მარიამ დედოფალი, მელქისედეკ კათალიკოსი, არსაკიძე;

მეამბოხე ფეოდალები - თალაგვა კოლოკელიძე - შორენა (დედა გურანდუხტი, მხევალი ვარდისახარი);

ფხოველი (ფშაველი) კვეტარის ციხე;

არაგვის ერისთავი მამამზე, ჭიაბერი, ბორდოხანი, კატაი;

ძიძიშვილი - შავლეგ ტოხარისძე (ოსი, მამა თაყაი);

ფარსმან სპარსი - ჩორჩინელი პაპა-სუმბატი, მამა - ბაქარი, დედა - ნონაი, გამზრდელი - ვარდანი, ციხე - თიხარის;

ზვიად სპასალარი. სარდალი

პიპა უშიშარაიძე - აბჯრისმტვირთველი;

გიორგის დეიდაშვილი - ყველისციხის მფლობელი გირშელი.



პრობლემები:
თავისუფლებისთვის ბრძოლა (გიორგის ბრძოლა ბიზანტიის წინააღმდეგ);
მემაბოხე ფოედალების სახე;
ხელოვანების ბედი;
სიყვარული და ხელოვნება.



არსაკიძემ დახატა:
ღმერთთან იაკობის ბრძოლის ეპიზოდი. ღმერთი - მელქისედეკს ჰგავს, იაკობი - არსაკიძეს;
თავისი სიზმარი - ყაყაჩოებისველზე მომავალი.. შორენა და ორი დათვის - ერთი გვიმრისფერი (გიორგი), მეორე წაბლისფერი (გირშელი).

გადაცმული გიორგი მეფე - გლახუნა ავშანისძე.



20)მიხეილ ჯავახიშვილი

„ჯაყოს ხიზნები“

XX სუკუნის 30 - იანი წლები.

თეიმურაზ ხევისთავი - უუნარო და უძლური ქართველი ინტელიგენტი. ამამ - ავდანდილი, დედა - სოფიო;

მარგო ყაფლანიშვილი - გათელილი და მოძალადის მიერ პატივაყრილი საქართველო;

ჯაყო ჯივაშვილი - მოძალადე, მედროვე, ანგარებიანი (ბოროტების სიმბოლო);

მეტრე დევდარიშვილი - ხევისთავთა ყოფილი მოურავი;

ნინიკა - მისი შვილი - ახალი თაობა, რომელიც

ნახუცარი ივანე - ხევისთავთა ყოფილი მღვდელი;

ნაშინდარი - ხევისთავთა მამული.

თაიმურაზს ეძახდნენ „ ცოცხალ ენციკლობედიას“.

გაღატაკებულ თეიმურაზს სიცოცხლე აყროლებულ ძაღლის ლეშად ექცა.



21)გალაკტიონ ტაბიძე - XX საუკუნის I ნახევარი.

„ბავშვები კაფეში“ - საზოგადოების გულგრილობა მზრუნველობამოკლებული ბავშვების მიმართ;

„თოვლი“ -საყვერელ ქალთან განშორებით გამოწვეული სასოწარკვეთა.

სიმბოლისტური ლექსი

„ლურჯა ცხენები“ - დროსი სიმბოლო.

საიქიოში მწუხარების და სიცივის გარდა არაფერია. სააქაო - უსულო დღეების ქრილვაა, ერთადერთი მუდმივი არის დრო.

მოდერნისტული ლექსი

„სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ - პოეტი საყვედურობს ღვთისმშობელს. ილუზიების მსხვრევით გამოწვეული სასოწარკვეთა.

„მთაწმინდის მთვარე“ - პოეტი თვლის, რომ თავისი შემოქმედებით დაამარცხებს სიკვდილს.

გედი - პოეტის სიმბოლო.

ქნარი - პოეზიის.

„შერიგება“ - პოეტი ურიგდება სიკვდილს სილამაზისა და პოეზიის წყალობით.

პოეტი და მყინვარი გვირგვინებით ჰგვანან ერთმანეთს. მყინვარს ყინულის მარადიული გვირგვინი აქვს, პოეტს - პოეზიის.



XX საუკუნის II ნახევრის პოეზია

22)ანა კალანდაძე

„ლაჰილზე ისევ“ - სვანეთის ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დიდებულება.

„ფეხი დამადგით“ - დავით აღმაშენებლის ანდერძით არის შთაგონებული. პოეტი გამოხატავს მეფის თავმდაბლობით გამოწვეულ აღფრთოვანებს.

23)ოთარ ჭილაძე

„როდესაც ასე ახლოა გრემი“ - ლექსი დაწერილია ჰერუიკულ-პატრიოტული გრძნობით.

24)ბესიკ ხარანაული - პოსტმოდერნიზმი.

„ სად არიან შვილები“ - საქართველოს აღარ ჰყავს მამულიშვილები და ახალი თაობაც დაიფანტა.

„ხეები“ - პოეტი თვლის, რომ მგლები ადამიანებზე უკეთესი და მართლები არიან, რადგან თავიანთ ზნეს არ ღალატობენ. არც ხეები გააკვირვებენ ახალი თვისებით. მაგრამ მაინც ადამიებთან ყოფნა ურჩევნია, რადგან სწორედ ადამიანური ვნებები შთააგონებენ მის შემოქმედებას.



სიმბოლისტები

25) ტიციან ტაბიძე

„მეწყერი მეწყერს“ - ბუნება მთლიანია, სტიქია კი აღძრავს თავისიფლებისათვის ბრძოლის სურვილს, რომლის სიმბოლოცაა დაღესტნელი ხალხის მეთაური შამილი.

„მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე“ - ლექსში გადმოცემულია ბუნების სიდიადე და სიკვდილის წინასწარმეტყველება.

26)პაოლო იაშვილი

„წერილი დედას“ - სოფლის მიტოვებით გამოწვეული სევდა. დაპირისპირებულია სოფელი და ქალაქი.

27)კოლაუ ნადირძე

„25 თებერვალი, 1921 წელი“ - საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დაპყრობა.

28)ვალერიან გაფრინდაშვილი

„პროვინციალური გაზაფხული“

გაზაფხული - ბუნების გამოცოცხლება, მაგრამ სიკვდილი გარდაუვალია.

„სენტიმენტალური ტრიოლეტი“ – რვა სტრიქონიანი ლექსი, რომლის I – IV – VII სტრიქონი გამეორებულია. გადმოცემულია სატრფოსთან განშორებით გამოწვეული სევდა.

29)გიორგი ლეონიძე

„ყივჩაღის პაემანი“ - სიყვარული უკვდავია და ყოველ გაზაფხულზე იღვიძებს.

„მეცამეტე საუკუნე“ - მონღოლთა შემოსევა და საქართველოს ტრაგედია.

No comments: