Wednesday, April 27, 2011

ფსიქოლოგიური რჩევები

ყოველი ჩვენგანი, ადრეული ასაკიდანვე ვერთვებით თამაშში, რომელსაც ვიღაც ხელმძღვანელობს - თავდაპირველად დამჯერი ბავშვის როლს ვასრულებთ, შემდეგ ბეჯითი (ან არც თუ ძალიან ბეჯითი) მოსწავლისას, შემდგომ ვთამაშობთ მეგობრებს, მეუღლეებს და ასე დაუსრულებლად. როლები იცვლება, მაგრამ პრობლემები იგივე რჩება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვეული სცენარით ვმოქმედებთ: პრობლემების გაჩენისთანავე თავით გადავეშვებით სიტუაციაში ჩვენი განცდებით, ტანჯვებით, წყენებით, შიშებით. ჩვენი „მშობლიური აზრები“ კი შედეგად გვაძლევს იმას, რომ რთული სიტუაციებიდან გამოსვლაც რთული ხდება. ამიტომ, მნივნელოვანია საკუთარი სცენარის შექმნა, სიტუაციებისა და პრობლემების საკუთარი წესებით გადათამაშება - მსუბუქად, მხიარულად, პოზიტიურად. ამაში კი ფსიქოლოგი დაგეხმარებათ 

რას ელიან ფსიქოლოგისგან: მითი და რეალობა
არც თუ იშვიათად ადამიანები ფსიქოლოგს საკუთარი მრავალფეროვანი ფანტაზიებისა და ჩვენს საზოგადოებაში არსებული მითების გავლენით შექმნილი წარმოდგენების საფუძველზე აფასებენ.
ძალიან ხშირად ფსიქოლოგს აღიქვამენ, როგორც ადამიანს, რომელმაც ყველაფერი იცის და ადამიანებს ერთი შეხედვით „შიფრავს“. 
რა თქმა უნდა, ადამიანის ქცევების საფუძველზე ფსიქოლოგს შეუძლია ამა თუ იმ ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთება, მაგრამ მას არ შეუძლია წინასწარ იცოდეს არსებული პრობლემების მიზეზები. ამიტომაა აუცილებელი კლიენტის მონაწილეობა პრობლემების მიზეზების ძებნისა და მათი გადალახვის საქმეში.
ამგვარად, ფსიქოთერაპიული პროცესი ორი ადამიანის ურთიერთთანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
ხშირად ასეთ კითხვასაც გაიგონებთ: - რას აკეთებს ფსიქოლოგი, მხოლოდ უსმენს? ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ საუბრით დახმარება შეუძლებელია - საუბარი მეგობართანაც შეიძლება.
მეგობრებისა და ნაცნობებისგან განსხვავებით, ფსიქოლოგმა იცის ფსიქიკის განვითარებისა და ფუნქციონირების კანონები. ფსიქიკა მხოლოდ ჩვენთვის ისედაც კარგად ცნობილი ცნობიერი განწყობებითა და წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. არსებული პრობლემების მიზეზები ადამიანის ქვეცნობიერშია და სწორედ მათი ცნობიერ დონეზე გამოტანაში დაგეხმარებათ ფსიქოლოგი. რაც თავისთავად ძველი პრბლემების ახლებურად გადაჭრის შესაძლებლობას მოგცემთ, შედეგად კი შინაგან თავისუფლებასა და ცხოვრებით ტკბობის უნარს დაიბრუნებთ.

ადამიანთა ოთხი ტიპი
ლათინურ ამერიკაში მოგზაურობის დროს გერმანელი ბიოლოგი ალექსანდრ გუმბოლდტი ერთ ბრძენს შეხვდა, მან განუმარტა საკუტარი თეორია ადამიანთა ოთხი ტიპის შესახებ.
1. ისინი, რომლებმაც რაღაც იციან და იციან, რომ იციან. ეს განათლებულ ადამიანთა ტიპია.
2. ისინი, რომლებმაც რაღაც იციან, მაგრამ არ იციან, რომ იციან. ასეთ ადამიანებს სძინავთ. საჭიროა მათი გაღვიძება.
3. ისინი, რომლებმაც არაფერი იციან, მაგრამ იციან ამის შესახებ. ასეთ ადამიანებს დახმარება ესაჭიროებათ.
4. ისინი, რომლებმაც არაფერი იციან და რომლებმაც არ იციან, რომ არაფერი იციან. უგუნური ადამიანები - მათ ვერაფრით დაეხმარები.

Friday, April 22, 2011

გსურთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელზე ორიგინალური სტატუსი გქონდეთ?

სტატუსები სიყვარულზე:

True love doesn’t have a happy ending, because true love never ends.
ნამდვილ სიყვარულს არ აქვს ბედნიერი დასასრული, რადგან ნამდვილი სიყვარული არასდროს სრულდება.


"What`s wrong?" "Nothing." "Don`t lie! Why cant you just tell me?"... Cause you are the problem. 
''რაშია საქმე? ''არაფერია'' ''ნუ მატყუებ! რატომ არ შეგიძლია მითხრა? ... იმიტომ, რომ შენ ხარ პრობლემა.

The hardest thing in life is watching someone you love , loving your bestfriend. 
ყველაზე რთული რამ ცხოვრებაში არის ყურება შენი რჩეულისა, რომელსაც შენი საუკეთესო მეგობარი უყვარს

I only want to be with you twice...now, and forever. 
მე მინდა შენთან ვიყო მხოლოდ ორჯერ... ახლა და სამუდამოდ.

The most beautiful clothes that can dress a woman are the arms of the man she loves. 
ყველაზე ლამაზი ტანსაცმელი რაც კი ქალს შეუძლია ჩაიცვას არის საყვარელი მამაკაცის მკლავები.

I hate it when facebook asks " WHAT`S ON YOUR MIND? " know why ?Because, obviously , it has only been one person I`ve been thinking about is YOU!
მე მეზიზღება როდესაც ფეისბუკი მეკითხება: ''რაზე ფიქრობ?'' რადგან, არსებობს მხოლოდ ერთი
ადამიანი რომელზეც ვფიქრობ და ეს შენ ხარ!

Delete from Facebook: Done ✔ Delete from Msn: Done ✔ Delete from cell phone: Done ✔ Delete from the Heart: Error
წაშლა ფეისბუკიდან: შესრულებულია. წაშლა ემესენიდან: შესრულებულია. წაშლა Cell Phone-დან: შესრულებულია. წაშლა გულიდან: Error!

If I could re-arrange the alphabet I`d put "u" and "i" together, wait... thats already on the keyboard.
რომ შემეძლოს ანბანის შეცვლა ''U'' (შენ) და ''I''-ს (მე) ერთად დავაწყობდი. მოიცა! ეს უკვე ასეა კლავიატურაზე.

You can fall from the sky, you can fall from a tree but the best way to fall is in love with me 
შენ შეგიძლია ჩამოვარდე ციდან, ჩამოვარდე ხიდან თუმცა ყველაზე კარგი ვარიანტია შემიყვარო მე. 







სტატუსები სკოლაზე:

Dear teacher, I talk no matter where I am. Moving my seat will not help, in fact it will only make me talk more. 
საყვარელო მასწავლებელო, მე ვლაპარაკობ ყველგან, არ აქვს მნიშვნელობა სად ვზივარ. ადგილის გამოცვლა
არ მიშველის, ფაქტიურად ამით მე მხოლოდ უფრო მეტს ვილაპარაკებ.

Start of the school year: brand new awesome folders, pencils and pens. End of the school year: one pen.

სკოლის დასაწყისი: ბევრი არაჩვეულებრივი ფოლდერები, ფანქრები და კალმები. სკოლის დასასრული:
ერთი კალამი.

Even though I finished my test first, I wait for someone else to get up. 

მიუხედავად იმისა, რომ მე პირველმა დავასრულე ტესტი, მე მაინც ველი ვიღაცას, რომ ადგეს.

The more you learn, the more you know! The more you know, the more you forget! The more you forget, the less you know So.. Why learn?

რამდენადაც მეტს სწავლობ, იმდენად მეტი იცი! რამდენადაც მეტი იცი, იმდენად მეტი გავიწყდება.
რამდენადაც მეტი გავიწყდება, იმდენად ცოტა იცი... ამიტომ... რატომ სწავლა?

Having a mini heart attack when the teacher calls your name! 

მინი გულის შეტევა როდესაც მასწავლებელი შენს სახელს იძახის.

I hate when the teacher talks to everyone but stares DIRECTLY at me.
მე მეზიზღება, როდესაც მასწავლებელი ყველას ესაუბრება, მაგრამ პირდაპირ მე მაშტერდება.

Dear Maths – I Don’t Want to Solve Your Problem, I Have My Own Problems To Solve.

საყვარელო მათემატიკა - მე არ მინდა გადავჭრა შენი პროლემები. მე ჩემი პრობლემებიც მეყოფა.



სტატუსები ფეისბუკზე:

Before Facebook, I never realized so many people had birthdays... 
ფეისბუკამდე, არასდროს წარმომედგინა, რომ ამდენ ადამიანს ჰქონდა დაბადების დღე.

Your real friends write on your Facebook wall when its Not Your Birthday.
ნამდვილი მეგობრები გიწერენ ფეისბუკზე, როდესაც არ არის შენი დაბადების დღე.

EVERYBODY`s online ,except the one u actually want.
ყველა ხაზზეა, იმის გარდა, რომელიც შენ ნამდვილად გინდა, რომ იყოს.

Facebook is the only place where it’s acceptable to talk to a wall. 
ფეისბუკი ერთადერთი ადგილია, სადაც კედელთან ლაპარაკი სავსებით მისაღებია.

I hate when I look horrible in a group picture and the person that looks good refuses to delete it. 
მე მეზიზღება, როდესაც ჯგუფურ სურათში საშინლად გამოვიყურები და ის ვინც კარგად არის უარყოფს,
რომ წაშალონ სურათი.

Thursday, April 21, 2011

colorful world

 ექიმები უძველესი დროიდან იყენებდნენ ფერთა თერაპიის ელემენტებს: ცისარტყელასა და სპექტრის დახმარებით კურნავდნენ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში, სპარსეთში. მაგალითად, ავადმყოფს სიშმაგის შეტევისას ათავსებდნენ ლურჯ ოთახში და ამით უხსნიდნენ მღელვარებას. ცნობილი ცელსი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდა შავ, მწვანე, წითელ ან თეთრ პლასტირებს, რაც დამოკიდებული იყო ჭრილობის ხასიათზე. ავიცენამ შეადგინა სპეციალური ატლასი, სადაც აღწერა ფერის, ადამიანის ტემპერამენტის და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულება. იგი ამტკიცებდა: დილის კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს საკვების ათვისებას; წითელი ფერი ოპტიმისტურ განწყობას და აძლიერებს სისხლის ნაკადს (იგი თავის ავადმყოფებს წითელ ქსოვილს აფარებდა); ყვითელი კურნავს ღვიძლს, ამცირებს ტკივილს, ხსნის ანთებას.

ახლა მოგიყვებით ყველა ცალკეულ ფერზე და მის თვისებებზე:

<!--colorstart:#FF0000--><!--/colorstart-->წითელი <!--colorend--><!--/colorend-->სისხლის, სასიცოცხლო ენერგიის ფერი, აქტიურობის და ვნების, ამიტომ, თუ მწვავე შეგრძნებებს ეძებთ ან ინტიმური ცხოვრების მოწყობა გსურთ, საძინებლის გასაფორმებლად უკეთეს ფერს ვერ იპოვით. ამასთან, სულაც არ არის საჭირო ოთახი წითელ ფერში შეღებოთ, ან წითელი ფარდები ჩამოკიდოთ. საკმარისია დადოთ მაგიდაზე წითელი ყვავილები, მაგალითად ვარდები ან მორთოთ ოთახი წითელი ქაღალდის ან მინის გულებით. მთავარია ზომიერება. რაც ნაკლებია წითელი ფერი, მით უკეთესია და მით უფრო დადებითად მოქმედებს იგი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ წითელი თეთრეული ყველაზე სექსუალურია. იგი უბრალოდ აძლიერებს სექსუალურ "მადას". იგივე ითქმის წითელ საცხზე ტუჩისათვის და ლაქზე ფრჩხილებისათვის.

<!--colorstart:#FF9966--><!--/colorstart-->ნარინჯისფერი <!--colorend--><!--/colorend-->სასიამოვნო თბილი ფერია, მაგრამ დიდი რაოდენობით, ისევე, როგორც წითელმა, შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს. ეს ფერი დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის, ასევე თირკმელების და მკერდის დაავადებების განკურნებაში. იგი ასევე აძლიერებს იმუნიტეტს და ეფექტურია სექსუალურ სფეროში არსებული დარღვევებისას. მაგრამ იყავით ფრთხილად: დიდი რაოდენობით ნარინჯისფერი იწვევს შეშფოთებას და განრისხებას.

<!--colorstart:#FFFF33--><!--/colorstart-->ყვითელი<!--colorend--><!--/colorend--> კიდევ ერთი ფერი-სტიმულატორი. იგი დადებიდათ მოქმედებს გონებრივ საქმიანობაზე და ხელს უწყობს მოდუნებას. თუ რაღაცაში აიხლართეთ, დაკარგეთ რეალობის შეგრძნება ან გაწუხებთ გულმავიწყობა, შეარჩიეთ ყვითელი. თუ გჭირდებათ სწრაფად დაიმახსოვროთ დიდი რაოდენობის ინფორმაცია, მოიმარაგეთ ყვითელი ფერის საგნები გარშემო.

<!--colorstart:#33CC00--><!--/colorstart-->მწვანე <!--colorend--><!--/colorend-->პოპულარული და პრაქტიკული ფერია. ასოცირდება რა ბუნების სიმწვანესთან, ასტიმულირებს ზრდას და განვითარებას. იგი აწყნარებს, ხსნის გაღიზიანებას და დაგეხმარებათ შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში. თუ თქვენთვის თქვენი სახლი თქვენი ციხე-სიმაგრეა, სადაც აღიდგენთ ძალებს, გამოიყენეთ დეკორში მწვანე და მისი მრავალფეროვანი ელფერი(მაგალითად, მწვანე ქვები ან სანთლები). შესანიშნავი იდეაა ოთახის მცენარეების მომრავლება. ეს ფერი ასევე იზიდავს ბედნიერებისა და ფინანსური წარმატების ენერგიას (შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკული ფული მწვანეა!).

<!--colorstart:#33CCFF--><!--/colorstart-->ცისფერი <!--colorend--><!--/colorend-->სპეციალისტები თვლიან, რომ ცისფერს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და პირ-ღებინების საწინააღმდეგო ეფექტიც კი. ცისფერს იყენებენ ზოგიერთი პროცესის შენელების მიზნით, მაგალითად, გახშირებული გულისცემის ან ქალისათვის ჭარბი მენსტრუაციის შემცირების მიზნით, დიარეისა და უძილობის სამკურნალოდ.

ამბობენ, რომ ცისფერი სამოსი ეხმარება კანის სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას, ხოლო იისფერი ჭურჭელი შეგიმცირებთ მადას. ფერთა მაგიის ლოგიკა აქ გასაგებია: ცივ ფერებში უნდა ეძებოთ დახმარება რაღაცის გაციების საჭიროების შემთხვევაში ტემპერატურის, ნერვული დაძაბულობის ან მადის.

<!--colorstart:#3333FF--><!--/colorstart-->ლურჯი <!--colorend--><!--/colorend-->დამშვიდებისა და ჰარმონიის ფერი. იგი დაგამშვიდებთ და დაგეხმარებათ ემოციური და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევაში. ამას გარდა, ლურჯი და მისი გამა დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში და აწონასწორებს ხასიათს. ცივი ლურჯი დაგეხმარებათ დამწვრობის მოშუშებაში, აქვეითებს მაღალ ტემპერატურას და ხსნის ნერვულ დაძაბულობას. მაგრამ ლურჯის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შიძლება გამოიწვიოს დეპრესია ან აპათია ცხოვრების მიმართ და მოწყენილობა.

<!--colorstart:#6600CC--><!--/colorstart-->იისფერი<!--colorend--><!--/colorend--> დაგეხმარებათ ეპილეფსიის და ართრიტის მკურნალობისას, ჭრილობების შეხორცებაში და ძვლების შეზრდაში. ეს ფერი ასევე სიმბოლოა სულიერი ზრდისა. იისფერი დაგეხმარებათ ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში და სულიერ სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ შთაგონების ფერია! გამოიყენეთ იგი მედიტაციის დროს, რომ მიაღწიოთ გასხივოსნებას და მიიღოთ პასუხი გადასაწყვეტ საკითხზე.

<!--colorstart:#999999--><!--/colorstart-->თეთრი <!--colorend--><!--/colorend-->ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერი, რომელსაც ნეგატიური ემოციის გასაწმენდად იყენებენ. იგი დაგეხმარებათ შინაგანი ჰარმონიისა თვითშემეცნების უმაღლესი დონის მიღწევაში. თეთრი ასევე იმედის სიმბოლოა, სიწმინდისა და შემოქმედების. აღმინშვნელია წმინდა ცოდნისა და სულიერი ხელმწიფებისა. ამიტომ, თუ ძალიან "ჩაიძირეთ" საზრუნავში, პრობლემებში და სტრესში, მოიმარაგეთ გარშემო თეთრი ფერის ნივთები და გული და აზროვნება გაგინათდებათ.


ახლა კი გამოყენების ხერხები. იმისავის, რომ დაწეროთ პოემა ან ნახევარი წლის ანგარიში, არ არის აუცილებელი ყოველ ოთახში ცისფერი შპალერი გააკრათ, იისფერი ავეჯი შეიძინოთ ამ შეიღებოთ ფრჩხილები იასამნისფრად. საკმარისია ბოლო მათგანი!. ინტენსიური, კაშკაშა ფერის დეტალები თვალში მოსახვედრია. ამიტომ, თუ "შეფთან" შეხვედრაზე მიდიხართ, აუცილებლად ჩაიცვით ცისფერი ბლუზა ან გაიკეთეთ ცისფერი შარფი. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ხელმძღვანელობას აზრად არ მოუვა გამოგლანძღოთ.

ფერთა თერაპიის გამოყენება უფრო იოლადაც შეიძლება გამოჭერით ფერადი მუყაოსაგან ბანქოს მსგავსი 7 ნაჭერი, საჭიროებისამებრ აიღეთ ერთ-ერთი მათგანი და უყურეთ 7-10 წუთი. მაგალითად, გვიან საღამოს, როცა დეპრესია შეგახსენებთ თავს, გამოიღეთ ნარინჯისფერი "ბილეთი" და ...ვიზუალურად შეისრუტეთ პოზიტივი. გვერწმუნეთ, ეს ისე მოქმედებს, როგორც წითელი ფერი ხარზე.

brdznuli gamonatkvamebi

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;

მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;

მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;

მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;

მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;

მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;

მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო;

მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;

და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.
"ნუ განიკითხავ მოყვასს: მისი ცოდვა ცნობილია შენთვის, ხოლო სინანული არა."
"სიმდაბლე არის ქმნილებათა უსათუო სათნოება, რამეთუ მხოლოდ ღმერთს შეჰფერის დიდებულება"
მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, მაგრამ უდიდესი სიბრძნეა იყო მორწმუნე!

უფრთხილდი საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის!

ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდეგ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება.
არ არსებობს ამქვეყნად დაბრკოლება, რომელიც ჩემს ღიმილზე მაღალი იქნება ...

ხანდახან დუმილი ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა....

ბო ZE ტუგრიკა






ვაიმე ხალხო. ეს ძაღლი ეს სიხარული როგორ მიყვარს,, მაგიჟებს, რომ ვხედავ მინდა ცავეხუტო და მოვგუდოოოო ♥ არაა ისეე წარმოუდგენელია ეს სუნთქავს დადის და გულიც უცემს ♥ ვაიმეე მიყვარს ♥ თან როგორ მიყვარს მეც მინდაა ი ეგეთი ♥ <3 
დილა მშვიდობისა მეგობრებო, ლამაზ ენერგიულ და სიცოცხლით სავსე დღეს გისურვებთ ♥ აი, ესეთი ფინჯანი ყავა ღიმილი და ლამაზი დღეც გარანტირებული რ თქმა უნდა მიყვარხარ