Wednesday, April 27, 2011

ფსიქოლოგიური რჩევები

ყოველი ჩვენგანი, ადრეული ასაკიდანვე ვერთვებით თამაშში, რომელსაც ვიღაც ხელმძღვანელობს - თავდაპირველად დამჯერი ბავშვის როლს ვასრულებთ, შემდეგ ბეჯითი (ან არც თუ ძალიან ბეჯითი) მოსწავლისას, შემდგომ ვთამაშობთ მეგობრებს, მეუღლეებს და ასე დაუსრულებლად. როლები იცვლება, მაგრამ პრობლემები იგივე რჩება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვეული სცენარით ვმოქმედებთ: პრობლემების გაჩენისთანავე თავით გადავეშვებით სიტუაციაში ჩვენი განცდებით, ტანჯვებით, წყენებით, შიშებით. ჩვენი „მშობლიური აზრები“ კი შედეგად გვაძლევს იმას, რომ რთული სიტუაციებიდან გამოსვლაც რთული ხდება. ამიტომ, მნივნელოვანია საკუთარი სცენარის შექმნა, სიტუაციებისა და პრობლემების საკუთარი წესებით გადათამაშება - მსუბუქად, მხიარულად, პოზიტიურად. ამაში კი ფსიქოლოგი დაგეხმარებათ 

რას ელიან ფსიქოლოგისგან: მითი და რეალობა
არც თუ იშვიათად ადამიანები ფსიქოლოგს საკუთარი მრავალფეროვანი ფანტაზიებისა და ჩვენს საზოგადოებაში არსებული მითების გავლენით შექმნილი წარმოდგენების საფუძველზე აფასებენ.
ძალიან ხშირად ფსიქოლოგს აღიქვამენ, როგორც ადამიანს, რომელმაც ყველაფერი იცის და ადამიანებს ერთი შეხედვით „შიფრავს“. 
რა თქმა უნდა, ადამიანის ქცევების საფუძველზე ფსიქოლოგს შეუძლია ამა თუ იმ ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთება, მაგრამ მას არ შეუძლია წინასწარ იცოდეს არსებული პრობლემების მიზეზები. ამიტომაა აუცილებელი კლიენტის მონაწილეობა პრობლემების მიზეზების ძებნისა და მათი გადალახვის საქმეში.
ამგვარად, ფსიქოთერაპიული პროცესი ორი ადამიანის ურთიერთთანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
ხშირად ასეთ კითხვასაც გაიგონებთ: - რას აკეთებს ფსიქოლოგი, მხოლოდ უსმენს? ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ საუბრით დახმარება შეუძლებელია - საუბარი მეგობართანაც შეიძლება.
მეგობრებისა და ნაცნობებისგან განსხვავებით, ფსიქოლოგმა იცის ფსიქიკის განვითარებისა და ფუნქციონირების კანონები. ფსიქიკა მხოლოდ ჩვენთვის ისედაც კარგად ცნობილი ცნობიერი განწყობებითა და წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. არსებული პრობლემების მიზეზები ადამიანის ქვეცნობიერშია და სწორედ მათი ცნობიერ დონეზე გამოტანაში დაგეხმარებათ ფსიქოლოგი. რაც თავისთავად ძველი პრბლემების ახლებურად გადაჭრის შესაძლებლობას მოგცემთ, შედეგად კი შინაგან თავისუფლებასა და ცხოვრებით ტკბობის უნარს დაიბრუნებთ.

ადამიანთა ოთხი ტიპი
ლათინურ ამერიკაში მოგზაურობის დროს გერმანელი ბიოლოგი ალექსანდრ გუმბოლდტი ერთ ბრძენს შეხვდა, მან განუმარტა საკუტარი თეორია ადამიანთა ოთხი ტიპის შესახებ.
1. ისინი, რომლებმაც რაღაც იციან და იციან, რომ იციან. ეს განათლებულ ადამიანთა ტიპია.
2. ისინი, რომლებმაც რაღაც იციან, მაგრამ არ იციან, რომ იციან. ასეთ ადამიანებს სძინავთ. საჭიროა მათი გაღვიძება.
3. ისინი, რომლებმაც არაფერი იციან, მაგრამ იციან ამის შესახებ. ასეთ ადამიანებს დახმარება ესაჭიროებათ.
4. ისინი, რომლებმაც არაფერი იციან და რომლებმაც არ იციან, რომ არაფერი იციან. უგუნური ადამიანები - მათ ვერაფრით დაეხმარები.

No comments: