Friday, July 22, 2011

ის

ის ხანდახან მხიარული, კიკინებიანი გოგონაა და ხანაც ზრდასრული ქალი.
ის ხან მოღრუბლულ ცას გავს და ხანაც მზიან ნათელ დღეს, აი ისეთს ჩიტების გარეშეც რომ ისმის ირგვლივ ჭიკჭიკი.
ის ხან გკურნავს და ხანაც პირიქით, გასნეულებს, მაგრამ წამალი მხოლოდ თვითონაა.
ის 32 კბილით იცინის და დასცინის პრობლემებს,ბარიერებს და ცხოვრებას და გიღიმის შენ და სხვებსაც, რადგან ყველანი არიან ღირსი იყვნენ ბედნიერნი.
ის საოცრად კეთილი და გულჩვილია ^ ნუ აწყენინებ მას და ნუ იწყენ შენც, რადგან მასაც ეწყინება. 
ის ყოველთვის კარგს ფიქრობს სხვებზე, მაგრამ ხანდახან უბედურია.
ის სხვებს აქებს, მაგრამ თავს აკრიტიკებს შეუბრალებლად.
ის ყველას უგებს, მაგრამ მას ვერ უგებენ, ან შურთ, ან უბრალოდ არ უნდათ რომ გაუგონ.
ის ძალიან ყურადღებიანია, მაგრამ მის ირგვლივ ამას ვერ ვერ ამჩნევს და ხანდახან მეც.
- ხო ხო ხო მეც...
მე ვიცნობ მას და მიკვირს, რატომ არის ის ასეთი იდეალური ? ან იქნებ სხვა მისი მსგავსნი ჯერ არ შემხვედრიან.ცუდია, რომ ვერ ვნახულობ და უფრო ცუდი ის რომ ასე ახლოს არის ჩემთან. მისნაირ მეგობრებზე ოცნებობენ, მე კი ვერ ვხედავ...
მე არვინ ვარ !!!
საერთოდ არავინ ...
და კიდევ მიკვირს ასეთ კარგ ხალხს რა ამეგობრებს ჩემთან ? »

No comments: