Monday, June 27, 2011

რისთვის გვჭირდება ღიმილი

დღეში რამდენჯერ გავიღიმებთ დამოკიდებულია ადამიანსა და გარემოებებზე, მაგრამ განა ყოველთვის კმაყოფილების გამოსახატავად ვიღიმით? ღიმილი საკმაოდ რთული მოვლენაა და მას ბევრი რამის ახსნა შეუძლია. სიცილს მეცნიერები უკვე ოცი წელია სწავლობენ, ღიმილი კი, ადამიანური გრძნობების უნატიფესი გამოვლენა, ნაკლებადაა შესწავლილი. ადამიანი პირველად იღიმის სიცოცხლის პირველი 30-45 დღის შუალედში, ყველაზე გვიან 3 თვის ასაკში. პატარა ღიმილით გამოხატავს თავის კმაყოფილებას ნაცნობი ადამიანის დანახვისას, ან მელოდიური ხმის გაგონებისას ან ჭამის შემდეგ.

ამერიკელმა ფსიქოლოგმა პოლ ეკმანმა (Paul Ekman) გამოყო ცხრამეტნაირი ღიმილი, მათ შორის შიშის, ზიზღის ან ირონიის გრიმასები.

პირველ რიგში ღიმილი ტვინში მიმდინარე პროცესია, რომელიც იწყება ჰიპოთალამუსის წინა ზონის აღგზნებით (ჰიპოთალამუსის უკანა ზონის აგზნება იწვევს საწინააღდეგო რეაქციას - უკმაყოფილებას), საიდანაც ნერვული იმპულსები გადაეცემა ლიმფურ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ემოციებზე. კუნთის ტონუსი სუსტდება, სახეზე კმაყოფილების გამოხატულება ჩნდება.
გაცინებისას მოქმედებაში მოდის 15 კუნთი. გაღიმებისას არანაკლებია საჭირო. თუმცა სხვადასხვაგვარ ღიმილში სხვადასხვა კუნთი მონაწილეობს. ზრდილობიანი ღიმილისას ხდება ტუჩების უბრალოდ გაწევა და იკუმშება ღაწვების კუნთი, ფართო და მხიარული ღიმილისას მოქმედებაში მოდის ქუთუთოების მამოძრავებელი კუნთები. ამასთან სასიამოვნო გრძნობების განცდისას თვალის ირგვლივ კუნთები უნებლიედაც იკუმშება. ამიტომაც ძალიან ძნელია იძულებითი გრიმასის და ბედნიერების ღიმილის გარჩევა.
ღიმილი გამოხატავს იმ გრძნობებს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ. ღიმილი სიცილის მარტივი მსგავსება კი არ არის, არამედ იგი სხვადასხვა სამყაროს გვიხსნის. შეყვარებულის ბედნიერი ღიმილი, მორცხვი ადამიანის შეცბუნებული ღიმილი, შემპარავი ღიმილი. . .

გთავაზობთ ღიმილის რამდენიმე ნაირსახეობას:


ალერსიანი ღიმილი

შეხვედრის ღიმილი ანუ ალერსიანი ღიმილი, რომელიც ერთდროულად აახლოებს და ინარჩუნებს დისტანციას, მას შეუძლია ისე დაგაახლოვოს სრულიად უცხო ადამიანს, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდეთ. “გულწრფელი ღიმილი ეხება ჩვენში ძალიან მნიშვნელოვან გრძნობას - თანდაყოლილ მოთხოვნილებას სიკეთისადმი” - წერს დალაი-ლამა წიგნში “ახალი ათწლეულის ეთიკა”


შეცბუნებული ღიმილი - როცა თავს იმართლებთ

ძალიან ხშირად ღიმილი კმაყოფილებას არ გამოხატავს. ზოგჯერ იგი გამოსახავს ყველასგან და ყველაფრისგან თავის დაღწევის სურვილს. შეცბუნებული ღიმილი გამოისახება ტუჩებზე, როცა არასათანადოდ მოვიქცევით და სირცხვილის გრძნობა გვაწუხებს. ეს არის ღიმილი - კომენტარი, რომელიც მიუთითებს ჩვენ თანამონაწილეობაზე. “გაწბილებული ღიმილი აჩვენებს, რომ ჩვენ ვცდილობთ ემოციების დაოკებას და არა მოთმენას”.


გაბედული ღიმილი - გვმატებს თავდაჯერებულობას

როცა თავს ვაიძულებთ გავიღიმოთ, ამით ვიმახსოვრებთ ჩვენ წარმატებებს და არა დამარცხებებს. ღიმილი გვეხმარება სტრესის დაძლევაში და ცვლილებების მშვიდად მიღებაში.


თავდაცვითი ღიმილი

გაურკვეველ სიტუაციაში ღიმილი თავდაცვის პირველი იარაღია, ასევე მოდუნების საშუალებაცაა, რომელიც გვეხმარება საკუთარი აგრესიულობის შეკავებასა და სხვათა აგრესიულობის ნეიტრალიზაციაში. დაძაბულობის მოსახსნელად ღიმილი ყველა კულტურაში გამოიყენება. მაგ. როცა უცხო ადამიანებით სავსე ოთახში შედიხარ, ძალაუნებურად იღიმები.


შეთქმული ღიმილი - გვაერთიანებს

ეს ღიმილი გვახსენებს, რომ ადამიანებს საერთო წარსული აქვთ, რომ მათ ერთად მნიშვნელოვანი მოვლენები გადაიტანეს. ეს ღიმილი გამოხატავს დიდ ურთიერთგაგებას, სიახლოვეს შერჩეული ადამიანების მიმართ.


მაცდუნებელი, მომაჯადოებელი ღიმილი - რომელიც გვიპყრობს

გერმანელმა ეთოლოგმა ირენაუს აიბლ-აიბსფელდტმა (Irenaus Eibl-Eibsteildt) დაამტკიცა, რომ ღიმილი ადამიანთა გულების დაპყრობის ერთ-ერთი იარაღია. ევროპელი ქალები ყველაზე მეტად მამაკაცებში ღიმილს აფასებენ (37%), იგი წინ უსწრებს შეხედვას (13 %). ღიმილი ერთდროულად ამხნევებს და ამშვიდებს. შესაძლოა მამაკაცს არ ქონდეს თქვენთვის მოსაწონი თვისებები, მაგრამ მისმა ღიმილმა დაგიპყროთ.

Sunday, June 19, 2011

ადამიანურობის ხუთი ნიშანი

ადამიანი ვერ ჩაითვლება სტულყოფილად, თუ არ აკმაყოფილებს ხუთ ძირითად მოთხოვნას:

  • ადამიანი უნდა იყოს მოაზროვნე!
  • აუცილებლად უნდა იყოს შემოქმედი ანუ იარაღის მკეთებელი.
  • მორალური ანუ ზნეობრივი.
  •  პოლიტიკური ანუ საზოგადოებრივი.
  • რელიგიური (homo religiosus)

Thursday, June 16, 2011

ღვთებრივი სივრცეები და ,,ჰიპნოზი''

   მთელი სამყარო დაყოფილია სამ სივრცედ. მეოთხე სივრცეა უმაღლესი ინფლუქსი ანუ ღმერითის სივრცე, საიდანაც ყველაფერი რეგულირდება. თანამედრეოვე მეცნიერულ ენაზე ამ სივრცეს ინფორმაციული ველი ეწოდება.
   არსებობს ასევე მენრალური სივრცე, ასტრალური სივრცე და ფიზიკური სივრცე. ფიზიკურ სივრცეში ჩვენ ვხედავთ, ვარსებობთ.
   ისინი, რომელებიც ყველა სივრცეს ფლობენ არიან ხელდასხმულები. არსებობენ ადამიანები, რომელთა მხოლოდ ასტრალურ სივრცეში გადის, მათ შეუძლიათ ამ სივრცის გავლით მოახდინონ ზემოქმედება ადამიანზე. არსებობს ასტრალური მოქმედების რამდენიმე მეთოდი, რომელსაც შეისწავლის მეცნიერება სუგესტოლოგია.
   ფსიქოლინგისტური სუგესტოლოგიის დროს ადამიაზე ზემოქმედება ხდება სიტყვების საშუალებით. წინასწარ შერჩეული და კანონის მიხედვით დალაგებული სიტყვების მეშვეობით შეიძლება ზეგავლენის მოხდენა ადამიანის ტვინზე და პიირდაპირ ტვინში იბეჭდება საჭირო პროგრამა, რომელიც ადამიანი იღებს, როგორც საკუთარ აზრს და აკეთებს იმას რაც სურს ოპერატორს.
   ფუფრო ღრმა, რთული და  სახიფათოა ფსიქოენერგოსუგესტოლოგია ამ დროს არ არის აუცილებელი კონტაქტი ხდებოდეს ვიზუალუტ დონეზე, ზემოქმედება შეიძლება მოხდებს ნებისმიერ მანძილზე, დედამიწიდან, მთვარეზე მყო ადამიანზეც კი.
   ძალიან გავრცელებული ფორმაა ზემოქმედების ოკულისტური (ჯადოსნური) მეთოდები, მაგრამ ეს უკვე აღარ არის სუგესტოლოგია ეს ჯადოსნობაა.
   ზემოქმედების მეთოდებს შორის ყველაზე მარტივია ჰიპნოზი, რომელიიც ხდება პირადი ურთიერთობის დროს.
   ზემოქმედების ყველააზე გავრცელებული ფორმაა ენერპე, რომლის შესწავლა ხდება მარტივი სახელმძღვანელოთი, ამერიკაში ამ მეთოდს ასრავლიან ფსიქოლოგებს, დიპლომატებს და ბიზნესმენებს.

Wednesday, June 8, 2011

რაც გინდათ ის დაარქვით :)

შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი. 
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს. 
გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ. 
ყავა – დილის სინონიმია. 
სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო. 
სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ. 
მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ. 
დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ. 
სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები. 
მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის. 
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება. 
ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 
გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს. 
მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ. 
თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა. 
პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს. 
მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები. 
თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს. 
ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო. 
ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის. 
მონატრება – როდესაც ვეწევი და სიგარეტს ცალი მხარე ეწვება. 
სასწაული – ის, რაც არასდროს არ ხდება. 
ღმერთი – ის ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს. 
ლექსიკონი –წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან.

ქარის მოტანილი წერილების დღე !!! ♥ ყველამ გააკეთეთ რა : ) ♥

ზაფხულის მეორე თვის პირველ კვირა დღეს, ანუ რომ დაღამდება და გათენდება და კიდევ დაღიმდება და გათენდება და ნიავი რომ არ იძვრის, ქარის მოტანილი წერილების დღეა. 

უთხარით თქვენს მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს და მეგობრების მეგობრების მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, უთხარით ყველას. 

დაწერეთ თითო წერილი ან ამობეჭდეთ ან ხელნაწერი. 
იყოს ლექსად, მოთხრობად, უბრალოდ დაწერეთ წერილი, როგორც გეწერებათ. 
არ დააკონკტეროთ ადრესატი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი. 
არ დააკონკრეტოთ ავტორი, რადგან არ იცით, ვისთან მიტანს ქარი. 
უბრალოდ დაწერეთ და კვირას, 4 ივლისს, გამოდით ქუჩაში და გაატანეთ ქარს წერილები. 
დატოვეთ ავტობუსებში, მარშუტკებში, სკვერებში სკამებზე. 
დატოვეთ კაფეებში. 
დაუტოვეთ ტაქსისტებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს. 
გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს. 

გადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ “ქარის მოტანილი წერილი” და გაუშვით. 

ვისაც სახლიდან ეზარება გამოსვლა, გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი და გაუშვით. 

სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს!!! 

<3<3<3 


ჩვენი გზავნილები .... ცისკენ .. ♥

ღიმილის ფასი

არაფერია უფრო იაფი და
უფრო ბარაქიანი ვიდრე ღიმილი.
გამცემს ამდიდრებს
და არც მიმღებს დააზარალებს.
გრძელდება წამით, გონებაში
რჩება მარადის.

არავინაა ისე მდიდარი, რომ
ღიმილი არ სჭირდებოდეს.
არავინაა ისე ღარიბი, იგი
ვერ გასცეს.
ოჯახში - ბედნიერებაა, საქმეში - შველა;
უტყუარი ნიშანია მეგობრობისა.

ღიმილი დამაშვრალს სულს
მოათქმევინებს.
გულგატეხილს გაამხნევებს,
დამწუხრებულს ანუგეშებს,
სნეულს წამლად დაედება.

ეს კია - მას ვერც იყიდი,
ვერც ინათხოვრებ, ვერც
მოიპარავ.
რადგან მხოლოდ იმ წამს
ფასობს, როცა გჩუქნიან.

და თუკი ვინმემ, თქვენთვის
მოულოდნელად ღიმილი არ
შემოგაგებათ,
სამაგიეროს ნუ გადაუხდით - თქვენ
გაუღიმეთ.
რადგან არავის ისე არ სჭირდება ღიმილი ვიდრე
მას, ვისაც მისი გაცემა
არ ძალუძს.



ისევ

 იცით რააა მე მჯერა ოცნებების, მჯერა იმის, რომ ერთ დრეს ყველა ის ოცნება ამიხდება რაც მინატრია, მჯერაა სასწაულების მჯერაააა სიყვარულის , რომლებიც ზღაპრებშიაა გადმოცემული, მჯრეა რომ ორი ადამიანი ერთად შეერთდება და იქცევა ერთ გულისცემად, მჯერა რომ, როცა გიყვარს სენ სხეულში ერთი კი არა ორი სუნთქავს ის და შენ <3 მ,ჯერა იმის რპომ ერთხელაც ჩამოკრავს ჩემს საათზეე ის წუთები როცაა ჩემი სანუკვარი ოცნება ფრთებს შეისხავს და ჩემტან ერთად გაფრინდებაა რეალობაში <3 დიახ, დიახ საშინელი მეოცნებე ვარ მინდა რომ ცხოვრება იყოს სიყვარულითა და ღიმილით სავსეე და სიძულვილის მაგოვრად ერთმანეთი სიგიჟემდეე შევიყვაროთ დიახც დიახ მე მეოცნებე ვარ მიყვარს ოცნება და კიდე თქვენ <3 <3

Saturday, June 4, 2011

თუკი ბიჭი გოგოს შეხვდა ჭვავის ყანაში

გამოიცანით ლიტერატურული ნაწარმოების გმირი, რომელიც ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს გარესამყაროში მოძრავი სუბიექტებიდან, მეამბოხე სულის მუდმივი პროტესტი კი ერთდროულად ახერხებს მკითხველის გაცინებსა და გაკვირვებას.
აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია - თუ ჯერომსელინჯერის რომანის გმირისა და მკითხველის ასაკი ერთმანეთს ემთხვევა, დიდი შანსია, რომ ერთმანეთს ვერ შეეწყონ; ზრდასრული ადამიანისთვის კი ნაცნობია ის, რასაც გმირი განიცდის, რადგან მისი ყოველი აღტკინება თუ იმედგაცრუება უკვე გამოცდილი აქვს.
რეალიზმთან ახლოს მდგარი 16 წლის ჰოლდენ კოლფილდი ცინიკურად და  პირფერობის გარეშე საუბრობს უნივერსიტეტელის გარეგნობის მქონე, “ყოვლად ღირსეულად დაზმანულ” ტიპებზე; სიაბანდ პიანისტზე, რომელიც თავის დამდაბლების ნიშნად, საზოგადოებისთვის თავის დაკვრისას ლამის იატაკს ურტყამს თავს – “სინამდვილეში კი მაგარი სნობია – თუ ვინმე ვი-აი-პი არ ხარ ან რამე ეგეთი, სიტყვასაც არ გადმოგიგდებს”; ტაშით გადატყავებულ ხელისგულებიან პუბლიკაზე, რომელიც ის ხალხია “კინოებში რაღაც სისულელეებზე რომ ყროყინებენ ვირებივით”; ტიპებზე, რომლებსაც სივრცე სჭირდებათ დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად და სხვა უამრავზე.
წერის სტილი სელინჯერს მხიარული და იუმორისტული აქვს, ჟარგონული ფრაზები -არსებულ სიტუაციასთან შესაბამისი, საზოგადოებაში ასახულ პრობლემებს კი ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს:“ვინც მაგარია, იმას კიდევ სხვა უბედურება ჭირს – იცის, რომ მაგარია და ეს აფუჭებს ყველაფერს”.
კითხვისას არა ერთ მომენტში გამჩენია შეგრძნება, რომ რაღაც ჩემეულს გადმოსცემს, ჩემს ნაფიქრთან ან განცდილთან საკმაოდ ახლოს მოაქვს სათქმელი. აი, თუნდაც რა უბრალო და ყოფითია ეს ფრაზა, მაგრამ ძალიან ნაცნობი შინაარსის: “ყველა ბინას თავისი სუნი აქვს და ვერც გაიგებ რისგან. ეს არც რაიმე კერძის სუნია და არც რაიმე სუნამოსი; საერთოდ, ეშმაკმა უწყის, რისია, ოღონდ კარს შეაღებ თუ არა, ხვდები რომ საკუთარ სახლში ხარ.”
ეს სელინჯერის პირველი და ერთადერთი ნოველაა, რომელიც დაიბეჭდა და დღემდე ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ ყოველწლიურად 250 000-მდე ეგზემპლარი იყიდება. მწერალი წიგნზე 10 წელი მუშაობდა. რადგან იგი ინტერვიუზე არასოდეს თანხმდებოდა, ჟურნალისტები ფიქრობდნენ, რომ მწერალს ბევრი რამის დამალვა სურდა. 2010 წლის 27 იანვარს ჯერომ დავიდ სელინჯერი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მოგნატრებიათ ის ადამიანები, ვის შესახებაც სხვებისთვის მოგიყოლიათ? როდისმე ისაკლისებთ მათ, ვინც ტვინის ბურღვითა და აუტანელი ხასიათით გაბეზრებდათ თავს? რომანის გმირის არ იყოს, საშინლად მომინდა, კლდის პირას ჭვავის ყანაში დგომა, სადაც ნიავი მოიტანდა იქვე შორი-ახლოს მოთამაშე ბავშვების ლაღი სიცილისა და მხიარული ჟღურტულის ხმას; მე კი, ანცობით დაღლილ და მოუსვენარ ბავშვებს, არასოდეს მივცემდი კლდიდან გადავარდნის საშუალებას…

Thursday, June 2, 2011

ფართოდ დაბრმავებული თვალები

უხსოვარ დროს, დედამიწის ერთ პატარა კუთხეში ყველანაირი ადამიანური გრძნობა, ემოცია, თვისება და ხასიათი შეიკრიბნენ. ცოტა ხანში მოწყენილობამ წასვლა დააპირა როცა სიგიჟემ თქვა: მოდი, დამალობანა ვითამაშოთო. ინტრიგამ კოპები შეკრა – ეგ რაღა თამაშიაო. სიზარმაცემ თქვა მეზარებაო, სიამაყემ იუკადრისა – არაო, მე არ შემეფერებაო. სიმართლემ დამალვას რა აზრი აქვს, მაინც ვერსად დაიმალებიო. სამაგიეროდ ენთუზიაზმი ეიფორიასთან ერთად აცეკვდა, სიხარულმა ხტუნვა დაიწყო. ბოლოს მაინც დაიწყეს დამალობანას თამაში.

პირველად სიგიჟე დაიხუჭა და მილიონამდე დაიწყო თვლა, სხვები დასამალად გაიქნენ. რწმენა ცაში აფრინდა, ტრიუმფი ყვლაზე მაღალ ხეზე აძვრა, დამოკიდებულება მის ჩრდილს შეეფარა და იქ დაიმალა. ვნება ვულკანის კრატერში გაუჩინარდა. გულმავიწყობაც დაიმალა სადღაც, მაგრამ ახლა რომ ჰკითხოთ აღარ ახსოვს სად. კეთილშობილებამ ბევრი იდეალური ადგილი მონახა დასამალად მაგრამ ყველა თავის მეგობრებს დაუთმო. სიყვარულმა ბევრი იხეტიალა და ვარდების ბუჩქნარში მიიმალა.

999 998, 999 999, მილიონი, დაიძახა სიგიჟემ, თვლა დაამთავრა, თვალები გაახილა და დანარჩენების ძებნას შეუდგა. პირველი სიზარმაცე იპოვა, რომელიც იქვე, მის უკან დაგდებულ ლოდს ეფარებოდა. ვნებაც ადვილად შენიშნა ამოფრქვეული ვულკანის ლავაში. სევდა მიყრუებულ ადგილას, გამოქვაბულში ნახა. სილამაზე გამჭვირვალე და ცქრიალა ნაკადულის ძირში იპოვა, იქვე კი ორჭოფობა იდგა ღობესთან და ვერ გადაეწყვიტა ღობის რომელ მხარეს დამალულიყო.

მოკლედ, სიგიჟემ ყველა მოთამაშე იპოვა სიყვარულის გარდა. სად არ ნახა, სად არ ეძება მაგრამ ვერსად მიაგნო. ბოლოს როგორც იქნა ვარდის ბუჩქნარს მიადგა, ხელით ტოტები გადასწია და ამ დროს ყვირილის ხმა შემოესმა. თურმე ვარდის ბასრი ეკლები სიყვარულს თვალებში შერჭმია. ასე დაბრმავდა სიყვარული. სიგიჟე ძალიან შეწუხდა. გრძნობდა რა დიდ პასუხისმგებლობას მომხდარის გამო, სიყვარულს დაპირდა: ამიერიდან გვერდიდან აღარ მოგშორდებიო. მას შემდეგ სულ ხელიხელჩაკიდებულნი დადიან სიგიჟე და სიყვარული.