Saturday, August 27, 2011

ცხოვრება გრძნობების გარეშე





ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ადამიანებსაც და ცხოველებსაც,უფრო სწორედ იმ ადამიანებს და იმ ცხოველებს რომლებსაც არავინ ჰყავთ,მათაც სჭირდებათ სითბო და სიყვარული,ზოგი ცხოველი კი ბევრ ადამიანს ჯობია



პოსტს დავიწყებ ბავშთა თავშესაფარში მიბარებული ბავშვებით,იმ ბავშვებით რომლებსაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ მშობლის სითბო,რომლებსაც პატრონი მხოლოდ 18 წლამდე ჰყავთ მერე კი თვითონაც არ იციან რა ქნან..ყველა ასეთ ბავშვს გაუჩნდება შეკითხვა "რატომ მიმატოვე დედა?",პასუხს კი ვერ პოულობენ,ეს ბავშვები ყოვლად მოკლებულნი არიან მშობლის სიყვარულს და მშობლის სიყვარულს ვერცერთი აღმზრდელი ვერ შეცვლის,ხდებიან 18 წლის და იწყებენ ცხოვრებას ოღონდ თითონაც არ იციან როგორ ირჩინონ თავი,ბევრი ბიჭი ქურდობით ირჩენს თავს,ბევრ გოგოს კი სხვა გამოსავალი რომ არ აქვს სხეულს ყიდის,ქურდობით რა თქმა უნდა საფრთხეში იგდებენ თავს და შეიძლება კიდე მოუწიოთ 4 კედელს შუა ყოფნა ოღონდ ამჯერად აღმზრდელის გარეშე,იქ აღმზრდელს ზედამხედველი ცვლის,ბევრი მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობს,იმ ადგილებში რომელიც ხალხს დავიწყებული აქვს,ისინი არავის ენდობიან რადგან არავინ ენდობა,არავინ უყვართ რადგან არავის უყვარს ისინი,არავის პატიობენ რადგან არავინ პოტიობს მათ შეცდომებს,ეს არ იყო ამათი ოცნება,მათაც ჰქონდათ ოცნებები,მათაც უნდოდათ პრეზიდენტები ან კოსმონავტები ყოფილიყვნენ,ისინიც ჩვეულებრივი ბავშვები არიან ისევე როგრც ჩვენ და მათაც სჭირდებათ სითბო,ესეთები კი მხოლოდ იმიტომ გახდნენ რომ დედამ მათზე უარი თქვა,უარი თქვა ცხოვრების ყველაზე დიდ საჩუქარზე,უარი თქვა ეგრძნო შვილის ჩახუტება,ამ ბავშვებს არ აქვთ განცდილი სკოლის მერხებზე ჯდომა რომელსაც თეთრ ბაფთიანი გოგო ამშვენებს,არ აქვთ განცდილი პირველი უთიანის სიხარული და პირველი ორიანის მწუხარება,არ აქვთ განცდილი ბოლო ზარის მოლოდინი და ემოციები,კლასელებთან განშორების წუთები და უნივერსიტეტის კარის შეღება,ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ დედამ ან მამამ მიატოვა და ცხოვრება დაუმახინჯა,ალბათ ყველა ნატრობს ნეტა აქედან გავიდე და მარტო ვიცხოვროო,როცა გამოდიან გრზნობენ ხალხის ზიზღს,აგრესიას,აგრესიას რომელიც სულ არაფრისგან მოდის,ხედავენ როგორ მათხოვრობს ხალხი ფულის გამო,როგორ დგას დედა თავის შვილთან ერთად რომ 5-10 თეთრი იშოვოს თავისი შვილისთვის,როგორ მათხოვრობს ინვალიდი ადამიანი იმისთვის რომ პური შეჭამოსიქიდან გამუსულები იმწამსვე ხვდებიან რომ ამ ცხოვრებაში მთავარი ფულია,ის ინვალიდი შეიძლება პროფესორი იყო მაგრამ ფეხი მოაჭროს და ყველამ მიატოვა ფიზიკურობის გამო,ამ ცხოვრებაში მთავარი წოდება კი არა ფულია...

რა არის ფული?! ფული არის ძლიერი ქაღალდი რომელიც მთელ მსოფლიოს ამოზრავებს,გიფიქრიათ იმაზე ფული რომ არ იყოს რა მოხდებოდა?ალბათ ისევ შუბი გვეჭირებოდა და ლეღვის ფოთოლი გვექნებოდა აფარებული,ფულის გამო პროფესორიც იბრძვის და მათხოვარიც,პარლამენტარიც და მოახლეც,ყველა იმისთვის ქმნის რაღაცას რომ ფული აიღოს და ფულს იმიტომ იღებს რომ რაღაც შექმნას,უფულო ადამიანი არაფერი არ არის..

ეხლა კი მინდა ცხოველებზე ვილაპარაკო,უფრო სწორედ იმ ცხოველზე რომელიც მე ყველაზე ძალიან მიყვრას და ვაფასებ,ეს არის ძაღლი,ალბათ ყველა უბანში არის უპატრონო ძაღლი რომელსაც "ჩორნა" ან "ზარბაზანა" ქვია,ეს ძაღლები კი იმიტომ არიან სხვებზე ნაკლები რომ მათ სუფთა სისხლი არ აქვთ,ტვინით და მოხერხებით კი ბევრ სუფთა სისხლიან ძაღლს ჯობია,ყველაზე კარგად გაწრთვნილი ძაღლი 2 დღეც ვერ გაძლებს გარეთ პატრონის გარეშე იმიტომ რომ ის სუფთა ჭამას და მოვლას არის მიჩვეული,ელემენტარულ საჭმელს ვერ მოიპოვებს და მოკვდება,ესენი კი მთელი 7-8 წელი თავისით მოიპოვენებენ საცხოვრებელსაც და საჭმელსაც,რატომღაც ადამიანებს გონიათ რომ ამ ძაღლებს არ გააჩნიათ გრძნობები,ისედაც დაჩაგრულებს კიდევ ჩაგრავენ,ხან ქვას ესვრიან ხან ხის ტოტს და ზოგიც კლავს კიდეც,როცა კლავ სულ ერთია ადამიანი იქნება თუ ლოკოკინა ცოდვაში გეთველბა რადგან არ გაქ იმის უფლება რომელიმე ცოცხალ არსებას სიცოცხლე შეუმოკლო,უბრალოდ ლოკოკინას როცა კლავ სინდისი არ გაწუხებს და ადამიანის მოკვლისას სინდისი გტანჯავს,ლოკოკინა კი ზოგ ადამაინზე მეტ სარგებელს ქმნის ბუნებისთვის,ადამიანი თავის სახლში წრუწუნასაც კლავს და მხოლოდ იმიტომ რომ წრუწუნა არ მოსწონს,წრუწუნას ადამაინისთვის ოქრო რომ მოჰქონდეს მოკვლის მაგივრად მოაშენებდა,უცბად შეუყვარდებოდა წრუწუნა,ადამაინი მხოლოდ სარგებელზე ფიქრობს და სტატუსი მისთვის სულ ერთია,როგორც წეღან ავღნიშნე სულ ერთია პროფესორი იქნები,დამლაგებელი თუ წრუწუნა,მთავარია ბევრი ფული გქონდეს და ადამიანსაც შეუყვარდები,ცხოველებში კი ფული არაფერს არ ნიშნავს,მათთან მთავარი გრძნობებია და ისინი გრზნობენ კიდეც ვის უყვრას და ვის არა,არავის უჩნდება იმის სურვილი რომ თუნდაც 1 ლარის ძეხვი იყიდოს და უპატრონო ძაღლს მისცეს,არავინ ფიქრობს ამ ძარლებზე,თუმცა ძაღლებზე ვინ იფიქრებს როცა ადამიანზე არ ფიქრობენ,არავინ ცდილობს იმ უდედმამო ბავშვებს პატარა,სულ პატარა ბიძგი მისცენ ცხოვრებაში და იქნებ ისინი ქურდები არ გახდნენ,სულ ოდნავ აგრძნობინონ სითბო და სიყვარული,მათთვის ეს უფრო ძვირფასია ვიდრე 10 ან 20 ლარი,მათ ადამაინის თანადგომა სჭირდებათ,არავინ ოცნებობდა მათხოვრობაზე,ქურდობაზე ან მეძავეობაზე,ეს ცხოვრებამ აიძულა მათ,ცხოვრებამ რომელიც მათმა მშობლებმა შეუქმნეს და არავინ ცდილობს უთანაგრზნოს მათ...ნუ მოკლვათ უპატრონო ძაღლებს რადგან მათ არაფერი დაუშავებიათ რომ ეგეთები არიან,როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია ისე უნდა შეიქმნას ცხოველთა თავშესაფარი,ერთხელ და სამუდამოდ მიხედეთ ადამაინის და ცხოველების უფლებებს რადგან ყოველწამს ირღვევა ისინი

Wednesday, August 17, 2011

:)


რომ დავფიქრდები, ჩემი სურვილების უმრავლესობა არარეალურია.
თუნდაც ის, რომ მინდა ვიყო ძალიან გამხდარი :)
მოკლედ, ჩემი სურვილები ან არარეალურია, ან მისრულდება, მაგრამ ისეთ დროსც როცა უკვე აღარ მინდა :)
სწორი და კარგი სურვილები ძირითადად აუხდენელი მრჩება.
ბევრი ფული არ მინდა. არ ვმატრაკვეცობ, მართლა. იმდენიც საკმარისია მქონდეს, რომ ბევრი ვიმოგზაურო;
მინდა დიდხანს ვიცოცხლო, ოღონდ საღი გონებით;
მინდა კარგად ვმღეროდე;
მინდა მარტო ვცხოვრობდე და მხოლოდ ჩემთვის სასურველი ხალხი მოდიოდეს სტუმრად;
მინდა, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს პრეზიდენტის სკამისთვის ძიძგილაობა და ჯანსაღი ხალხის მიერ იმართებოდეს ეს ქვეყანა;
მინდა ვიპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემთვის მისაღები იქნება და მეყვარება;
მინდა მყავდეს ბევრი შვილი და მათ მივცე კარგი განათლება;
მინდა მყავდეს პატარა ძაღლი. ოღონდ ისეთი რომ დედას შეუყვარდეს :(
მინდა, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს, ვინც მიყვარს და ვინც არ მიყვარს.
მანქანა მინდა? საცობების მეშინია და თან მგონია, რომ საშინელი მძღოლი ვიქნები. აი, ყველა რომ აგინებს, ისეთი :) ამიტომ არ მინდა ბატონო მანქანა :–))
მინდა, რომ არ იჩაგრებოდნენ პატიოსანი ადამიანები;
მინდა მშვიდობა;
მინდა სკოლა მეწყებოდეს 12 საათზე. პირობას ვდებ, არასოდეს არ დავაგვიანებდი :-)

მინდა, რომ სადმე, ლამაზ სოფელში მქონდეს პატარა სახლი, საკუჭნაოში ჭრელთავსახურიან ქილებში მურაბებით, წინ, ეზოში ლამაზი ყვავილებით და ხეებით, უკან ბოსტნით და ფუტკრის სკებით;
მინდა, რომ ცოცხალი იყოს ჩემი  ბაბუა;
მინდა წასაკითხი მქონდეს გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი". ძალიან მშურს მათი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს და წინ საოცრება ელის;
მინდა არცერთ ასაკში არ დამეკარგოს ჩემს მეგობრებთან ურთიერთობის ხალისი;
მინდა კარგი განწყობა;
კიდევ იმდენი რამე მინდა, ჯობს გავჩერდე...............
მგონი ძალიან გაუმაძღარი გამოვდექი :-):-)
ისე, როცა რაღაცაზე ვოცნებობ, სულ მახსენდება სტივ ბუშემის გმირის სიტყვები ერთ-ერთი ფილმიდან - "გეშინოდეთ საკუთარი ოცნებების, ერთხელაც ისინი შეიძლება აგიხდეთ" :-):-)

Friday, July 22, 2011

ზრდასრულობა ქართულად

გამარჯობა , მე 17 წლის და 5 თვის მოზარდი ანუ თინეიჯერი ვარ, დაახლოებით 7 თვეში მე ვხდები ზრდასრული
დავინტერესდი რა აზრები არსებობს ზრდასრულობის ასაკზე და რომელ კულტურაში რა ასაკზეა საუბარი… იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა რა ასაკიდან უნდა გაუჩნდეს ადამიანს პირადი ცხოვრება და როდის უნდა დაიწყოს ნელნელა გარესამყაროსთან პატარ პატარა შეჯახებები…
ამისთვის ჯერ ვგუგლავ:
”ის, რომ ჩვენ ვერასდროს ვიზრდებით, ეს უბრალოდ ზრდის პრობლემაა. ეს პრობლემა იმისდა მიხედვით აშკარავდება, ვბრაზდებით სამყაროზე თუ არა. ბავშვის სამყაროა ასეთი. ბავშვი ხომ სამყაროს თავისებურად აღიქვამს: სამყარო მას ეფერება ან აბრაზებს. როგორები არიან ზრდასრულები? გაიხედეთ გარშემო და დააკვირდით საზოგადოებას. ის სავსეა ასე ვთქვათ ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით. მათ თავი სამყაროს ცენტრში წარმოუდგენიათ და დღენიადაგ ეჭვიანობენ, რომ ეს სამყროში ხდება ყველაფერი მათ საწინაააღმდეგოდ და არა თავად მათში. ზრდასრულობა რაში გამოიხატება? ამაზე თავის დროზე ერთმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თქვა: ”ზრდასრული ხარ, როცა იცი, რომ სამყაროს არ გააჩნია შენს მიმართ განზარხვები”, ეს უკვე ზრდასრულის აღქმაა”. მერაბ მამარდაშვილი
მგონი აზრი სავსებით გასაგებია, ზრდასრული მაშინ ხარ როდესაც სამყაროს ეგოცენტრული აღქმა გაგიქრება და აღიქვავ რომ უკიდეგანო სამყაროს პატარა ნაწილი ხარ იმდენად პატარა და უმნიშვნელო რომ შეიძლება გეწყინოს კიდეც, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, დროთა განმავლობაში ეს უმნიშვნელო ნაწილაკი ნელნელა მნიშვნელოვანი ხდები რიგი ადამიანებისთვის და საბოლოოდ ერთერთი “მნიშვნელოვანი” ადამიანი შეგიძლია გახდე კაცობრიობაში, მაგრამ კაცობრიობაც ხომ უმნიშვნელოა… შორს წავედი, ვუბრუნდები თემას
wikipedia მოგვითხრობს რომ ზრდასრულობის ასაკი სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირია, ამერიკასა და ევროპაში 18 წელი, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში 19 ან 21 წელი, ზოგიერთ კულტურაში კი ზრდასრულები 12 წლის ასაკიდან ხდებიან, აქ პატარა კითხვას დაგისვამთ თქვენი გადმოსახედიდან რა ასაკი არის მიღებული ზრდასრულობად  საქართველოში?
ესეც ვიკიპედიადანაა და კარგად ჩანს რომ 18 წელი მხოლოდ უირიდული რიცხვია და არა გონებრივი განვითარებით განსაზღვრული ზრდასრულობა…
აქედან საკმაოდ გასაგებია რა ასაკში არის შესაძლებელი იურიდიული უფლებების მიღება, მაგრამ არაფერია იმაზე რაც მაინტერესებდა, მე უფრო ის მაინტერესებს თუ რა ასაკში უნდა გაუშვან და ხანდახან მარტო დატოვონ მშობლებმა თავისი შვილები გარემოს წინაშე? იმიტომ რომ როდესაც ქართულ მაგალითს ვუყურებ ყოველთვის ერთი დოკუმენტური ფილმი მახსენდება რომელშიც ცხოველებს ზოოპარკში ზრდიდნენ პატარაობის ასაკიდან  და შემდეგ მიყავდათ ველურ ბუნებაში, რატომღაც უმრავლესობა თავს ვერ ართმევდა და მალე იღუპებოდა ველურ გარემოში…
ჩვენთან არსებული სიტუაციაც რაღაც ამდაგვარია, ჩვენ ძალიან გვივლიან თავს გვევლებიან და ყველაფერს მზას გვაძლევენ, ის კი ავიწყდებათ რომ რაღაც დროს ჩვენ უბრალოდ გარემოსთან პირისპირ შეხვედრა მოგვიწევს და გარემოსთან მებრძოლებში მხოლოდ ისინი გადარჩებიან რომელიც ყველაზე კარგად იცნობს ამ გარემოს…
ასე რომ ვინ იცის, იქნებ სამყაროს იუმორი აქაც გამართლდა და საუკეთესო მშობლები ისინი არიან  ვინც თავის შვილებს ხანდახან არ გააფრთხილებენ როცა იგი რაიმე გახურებულს ხელს მოკიდებს, რათა ბავშვებმა თვითონ გამოცადონ როგორია დამწვარი ხელი, ისწავლონ რომ ცეცხლს უნდა მოერიდონ და გაიაზრონ, რომ სამყაროში ბევრი რამ არის რამაც ტკივილი შეიძლება მიაყენოს მათ…
რაც არ მოგკლავს მხოლოდ ძლიერს გაგხდის…

მე აივ ინფიცირებული ვარ

ვუერთდები აქციას ! 
საერთოდ სოლიდარობას ვუცხადებ ესეთ პროექტებს და გული შემკივა მათზე ვისთვისაც ჯანმრთელობა ოცნებაა. 
ეს არ არის სახუმარო პოსტი !
მე აივ ინფიცირებული ვარ, შენ არა.
ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ესაა.
ხდება ისე, რომ ხშირად ინფიცირება არ ხდება სქესობრივი გზით და ძალიან საწყენია როდესაც ადამიანი არაფრისთვის ისჯება და ასეთი ადამიანები ბევრნი არიან, სწორედ ასეთ ხალხზე შემტკივა გული და არა იმათზე ვინებიც თავს არ იცავენ. ფსიქოლოგიურად ისე ვართ ყველანი მიკერებული შიშს მათ მიმართ, რომ ისედაც დაჩაგრული ადამიანები უფრო იჩაგრებიან. აღმოვაჩინე რომ ინფიცირებულები იმაზე ბევრჯერ მეტია ვიდრე მეგონა და ნუ იფიქრებთ რომ ეს მხოლოდ ერთი ან ორის ხვედრია.
ვაღიარებ მეც მეშინია მათი, რადგან ვიცი რომ მათთან 10 მეტრის რადიუსშიც თუ აღმოვჩნდი ხალხს ჩემი შეეშინდება.
ამიტომაც:
ისინი არასდროს არ ამბობენ ამას, ისინი სულ დამწუხრებულები არიან, სულ ოცნებობენ და რაც მთავარია ჩვენგან ელემენტარულს მოითხოვენ.
ისინი გვიყვარდება, მაგრამ არ ვიცით.
მათთან ვმეგობრობთ, მაგრამ არ ვიცით.
მათ ვხვდებით ხშირად, მაგრამ არ ვიცით.
და როცა ვიგებთ ეს დიდ გამყოფ ზღვრად იქცევა ხოლმე, არადა შეიძლება მთელი 10 წლის მეგობრებიც ვიყოთ.
მათი ტკივილი მაშინ ხდება ჩვენი როდესაც უკვე ძალიან ახლონი ხდებიან ჩვენთვის, ხოლო ჩვენ ხელს ვკრავთ, რადგან პლატონური სიყვარული ეს მხოლოდ ერთი დიდი სისულელეა და რატომღაც ის რომ ასეთ ადამიანთან ახლოს ვართ ჩვენს სიამაყეზეც მოქმედებს.
ეს კიდევ ერთი სასიკვდილო დარტყმაა მათთვის.
ნუთუ ასეთები ვართ ?
მე მინდა რომ გვყავდეს ასეთი მეგობრები, მინდა რომ თავი შევიკავოთ მათი დაცინვისაგან და გარიყვისგან, მინდა რომ ადამიანური ადამიანები ვიყოთ.

ის

ის ხანდახან მხიარული, კიკინებიანი გოგონაა და ხანაც ზრდასრული ქალი.
ის ხან მოღრუბლულ ცას გავს და ხანაც მზიან ნათელ დღეს, აი ისეთს ჩიტების გარეშეც რომ ისმის ირგვლივ ჭიკჭიკი.
ის ხან გკურნავს და ხანაც პირიქით, გასნეულებს, მაგრამ წამალი მხოლოდ თვითონაა.
ის 32 კბილით იცინის და დასცინის პრობლემებს,ბარიერებს და ცხოვრებას და გიღიმის შენ და სხვებსაც, რადგან ყველანი არიან ღირსი იყვნენ ბედნიერნი.
ის საოცრად კეთილი და გულჩვილია ^ ნუ აწყენინებ მას და ნუ იწყენ შენც, რადგან მასაც ეწყინება. 
ის ყოველთვის კარგს ფიქრობს სხვებზე, მაგრამ ხანდახან უბედურია.
ის სხვებს აქებს, მაგრამ თავს აკრიტიკებს შეუბრალებლად.
ის ყველას უგებს, მაგრამ მას ვერ უგებენ, ან შურთ, ან უბრალოდ არ უნდათ რომ გაუგონ.
ის ძალიან ყურადღებიანია, მაგრამ მის ირგვლივ ამას ვერ ვერ ამჩნევს და ხანდახან მეც.
- ხო ხო ხო მეც...
მე ვიცნობ მას და მიკვირს, რატომ არის ის ასეთი იდეალური ? ან იქნებ სხვა მისი მსგავსნი ჯერ არ შემხვედრიან.ცუდია, რომ ვერ ვნახულობ და უფრო ცუდი ის რომ ასე ახლოს არის ჩემთან. მისნაირ მეგობრებზე ოცნებობენ, მე კი ვერ ვხედავ...
მე არვინ ვარ !!!
საერთოდ არავინ ...
და კიდევ მიკვირს ასეთ კარგ ხალხს რა ამეგობრებს ჩემთან ? »

=]=]=]=]

გაწყენინეს ? - დაიკიდე 
გცემეს ? - დაიკიდე 
ფული არ გაქვს ? - დაიკიდე 
ორ უცნობ ადამიანთან გაიღვიძე ლოგინში ? - დაიკიდე 
ლოთი ხარ ? - დაიკიდე 
ვერ სწავლობ ? - დაიკიდე 
მახინჯი ხარ ? - დაიკიდე 
რამე გტკივა ? - დაიკიდე 
ვინმე გაწუხებს ? - დაიკიდე 
გიღალატეს ? - დაიკიდე 
ვერ დაიკიდე და მოკალი ? - დაიკიდე 
ციხეში ხარ ? - დაიკიდე 
გშია ? - დაიკიდე 
პეპესი გათრობს ? - დაიკიდე 
ლიფტში გაიჭედე ? - დაიკიდე 
შიდსი გაქვს ? - დაიკიდე 

დაიკიდე რა 
მაინც ყველანი დავიხოცებით :) 

Friday, July 1, 2011

ფსიქოლოგიური ტესტი

პასუხებით იმდენად აღვფრთოვანდი, რომ არ შემეძლო აქ არ დამეწერა. აუცილებელი პირობა: კითხვას წაიკითხავთ თუ არა, იმ წამში რაც მოგივათ აზრად, სადმე ჩაინიშნეთ. ჯერ კითხვებს უპასუხეთ და შემდეგ წაიკითხეთ პასუხები, თორემ ისე ყველაფერი აზრს დაკარგავს. მაშ ასე:
1. ვიღაცასთან ერთად სეირნობთ ტყეში. ვინაა თქვენი თანამგზავრი?
2. ღრმად შედიხართ ტყეში და ხედავთ ცხოველს. რომელი ცხოველია?
3. რა მოხდება შენსა და ცხოველს შორის?
4. გადიხარ ტყიდან და გადიხარ მინდორში, სადაც დგას თქვენი ოცნების სახლი. რა ზომისაა ის?
5. აქვს თუ არა ჭიშკარი? თუ კი, მაშინ როგორი და რა ზომის?
6. შედიხარ სახლში და შედიხარ სასადილო ოთახში. ცენტრში დგას მაგიდა. აღწერე რა დევს მაგიდაზე და საერთოდ რა ხდება მაგიდის გარშემო.
7. უკანა კარით გადიხართ სახლიდან. ბალახში დევს ჩაის ჭიქა. რისგანაა ის დამზადებული?
8. რას უზამთ ჭიქას?
9. გადიხართ ბაღში და ხვდებით წყალსაცავთან? რას მოიმოქმედებთ? როგორ გადახვალთ წყალსაცავზე?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა პასუხი ჩაიწერეთ.
პასუხები შეგიძლიათ იხილოთ სრულიადში
1. პერსონაჟი, რომელთან ერთადაც დადიხართ ტყეში, არის ის ადამიანი , რომელსაც 100%-ით ენდობით. ისაა ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეგიძლიათ გული გადაუშალოთ, დაიწყოთ ერთობლივი ბიზნესი ან რაიმე მაგდაგვარი.
2. ცხოველის ზომა – ესაა თქვენი მატერიალური პრობლემების გაბარიტები.  რაც უფრო დიდია ცხოველის ზომა, მით მეტია ცხოვრებისეული სირთულეები.
3.  ცხოველთან შეხვედრა აღწერს თუ როგორ უმკლავდებით ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ ეფერებით – ესეიგი პრობლემას აგვარებთ წყნარად და მშვიდად. თუ ურტყამთ, ესეიგი თქვენი მატერიალური პრობლემები აგრესიულ ხასიათს ატარებს. თუ ცხოველი გარბის, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გირჩევნიათ უბრალოდ ლოდინი და არ ერევით არაფერში.
4. თუ პატარა სახლია, თქვენ არცთუ ისე ძალიან გინდათ პრობლემების მოგვარება. თუ სასახლეა, მიისწრაფით სიმდიდრისკენ.
5. ჭიშკის არ არსებობა მიგვანიშნებს თქვენს უბრალოობაზე. მოგწონთ ახალი ნაცნობ-მეგობრების შეძენა. თუ დიდია – ჩაკეტილი ადამიანი ბრძანდებით. პრობლემები გაწუხებთ და მარტოობით იტანჯებით.
6. პასუხში თუ არ მოიხსენიეთ ადამიანები, საჭმელი ან ყვავილები, ფულს ეძებთ არასწორ ადგილას. სამსახურის ძებნისას გაინტერესებთ ხელფასის ზომა და არა ის, თუ რა მოვალეობა გეკისრებათ.
7. ჭიქის შემადგენლობა ნიშნავს იმას, თუ როგორ აღიქვამთ პირველ კითხვაში ნახსენებ ადამიანთან ურთიერთობას. პლასტმასი ან ქაღალდი – ერთჯერადია.  ფაიფური – რბილი და მყარი. მეტალი – ყველაზე გამძლე. ასეთ პარტნიორთან შეგიძლია მეგობრობაც, ბიზნეს-პარტნიორობაც და შეგიძლია კოსმოსში გაფრენაც.
8. ჭიქასთან მოპყრობა ნიშნავს იმას, თუ როგორ მოექცევი პირველ კითხვაში ნახსენებ ადამიანს.
9. იმის მიხედვით, თუ რა დონეზე დასველდებით, შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამხელა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ფულს.  ასევე გვეუბნება თუ როგორი მომზადებული ხართ მის საშოვნელად.