Wednesday, May 25, 2011

უბრალოდ

ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალი და დროებითია, ოდესღაც ყველაფერი ქრება იმ ნაბიჯების ჩათვლით რაც გადაგვიდგია, ბოლოს ყველა ოთხ ფიცარში ვწევართ გაყინულები ფერმკრთალები და მატლების საკვებად ქცეულნი. აღარავის ახსოვს ჩვენი ჩადენილი კარგი თუ ცუდი საქმეები და ის ყველაფერი რისთვისაც ვიბრძოდით ან რის მიღწევასაც ვცდილობდით: ფული, კარიერა, სიყვარული თუ ბედნიერება ზემოთ რჩება... მერე როგორ და რანაირად ვცხოვრობდით ამით აღარავინ ინტერესდება, დროთა განმავლობაში ისინიც ჩვენ გვემსგავსებიან ოთხ ფიცარს შორის გაყინულები მიწაში ამოყოფენ თავს, ცხოვრება ბოლოს მათთვისაც ხომ დამთავრდება ... აღარავის გაახსენდება რომ სუნთქავდი, განიცდიდი, გიყვარდა და უბრალოდ გიხაროდა ცხოვრება...

1 comment:

Gvantsa said...

magaria momewona :))