ვინც ახლოდან მიცნობთ გეცოდინებათ რომ ძალიან ბევრნაირი ვარ. როგორ ბევრნაირი? როგორ და ესე.

არსებობს მეორენაირი ,,ანაც”, რომელიც უფრო მეგობრულია ვიდრე პირველი. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე დაკვირვება. სიამოვნებით იძლევა რჩევებს, ბევრს იღიმის, აწუხებს ათასნაირი იდეები. მოსწონს მრავალფეროვნება, ყველაფერს დადებითად ეკიდება. ეძებს საკუთარ თავსა და ბედნიერებას.
მე პირადად მეორე უფრო მომწონს. მაგრამ რადგან ორივე მე ვარ, მაინც იდეალური ვარიანტი მათი სინთეზია. ანა, რომელმაც იცის მხიარულებისა და სერიოზულობის ფასი. სწავლობს საკმარისად და აქტიური ცხოვრების ფონზე ყველაფერს ასწრებს. წერს, მოგზაურობს, უყვარს და მტკიცე ნებისყოფის წყალობით ადვილად ან ძნელად, მაგრამ მაინც აღწევს მიზანს.
ძნელია თქვა “როგორი ხარ სინამდვილეში”, რადგან ადამიანები ამას საკუთარ თავსაც ვერ ვუმხელთ ხშირად და სხვებს ხომ მითუმეტეს… ბოლო დროს, როცა ცხოვრებას უფრო მეტად ვაკვირდები და ვცდილობ ყველაფერში დავინახო “აზრი” ერთ რამეს მივხვდი. არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელსაც რამდენიმე თვისების ჩამოთვლით აღწერ. ყველა ადამაიანი თავისებურად საინტერესოა, ცალკე წიგნია და ისტორიაა. ყველა ადამიანში არის ერთგულებაცა და ღალატიც, სიამაყეცა და თავმდაბლობაც. მთავარია რომელს მივცემთ გამოვლენის საშუალებას.

აქვე მინდა პოსტის იდეას დავუბრუნდე, რომელიც თეგ თამაშში მდებარეობდა და რომელსაც ძალიან ავცდი. მაგრამ რადგან ამ კუთხით წავედი, ამ განწყობითვე განვაგრძობ და ჩემი მრავალმხრივი სამყაროდან მაგალითებს მოგიყვანთ
ძალიან დიდი ფასი ჩემ ცხოვრებაში დროს უჭირავს.
არ შემიძლია ადრე გაღვიძება.
მაღიზიანებს ნელი, წყნარი, ჩუმი ადამიანები
ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ფიზიკას ვისწავლიდი
თან თამამი ვარ, თან არა
ძალიან მიყვარს ჩემი თმა
გუშინ ჩემმა პრინციპულობამ პიკს მიაღწია (სასწავლო პროცესის დროს)
მინდა ვიყო უფრო ოპტიმისტი
მომბეზრდა ერთი და იგივე სიმღერები
ძალიან მეშინია სიბნელის, მეტი რომ არ შეიძლება
ძალიან მიყვარს დედიკო, ბებიკო, ნათია, კახი მეგუნა სოსი ხატია
ფანქრით წერა მომწონს
სააბაზანოში ხშირად ვმღერი
ვაღიარებ რომ კამათისასა მოწინააღმდეგეს არ ვაცდი ლაპარაკს
მინდა უკეთესი ვიყო : ))
No comments:
Post a Comment